ვიდეოსაზოგადოება

პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ნადიმზე გიგა ბოკერიაც იმყოფებოდა

პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით დახურული ვახშამი გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს ილია მეორემ კონკრეტული პოლიტიკური მოწოდებებით მიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვლის მცირე ნაწილი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მეუღლემ, ნანა გოთუამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ერთ-წუთიანი ვიდეო პატრიარქის მიმართვის მცირე ნაწილს ასახავს, სადაც ის ოპოზიციას მოუწოდებს, ხშირად არ აკრიტიკონ ხელისუფლება და მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზა აირჩიონ.

პატრიარქის პოლიტიკურ გზავნილს დარბაზში ერთად ისმენდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ დარბაზში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე მინისტრი.

კიდევ რა თქვა პატრიარქმა, ან რაზე ისაუბრეს სიტყვით გამოსულმა პოლიტიკოსებმა უცნობია. მიუხედავდ იმისა, რომ საღამოს საპატრიარქოს ოპერატორი იღებდა, ვიდეოკადრები არც ილია მეორეს პრესსამსახურს და არც საპატრიარქოს ტელევიზიას არ გაუვრცელებია.

კადრებში ჩანს, რომ შეხვედრა-ნადიმზე  გიგია ბოკერიაც იმყოფებოდა.

წყარო: /rustavi2.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close