სამართალი და კრიმინალი

პარლამენტში ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება დავით ასათიანმა წარადგინა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადება განიხილეს, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა დავით ასათიანმა წარადგინა. ადვოკატთა ასოციაციას მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული, ადვოკატის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯების წაგებული მხარისათვის დაკისრება დავის საგნის არაუმეტეს 4%-ისა, არამართლზომიერი შეზღუდვაა. აღნიშნული პროცესუალური დანაწესი არ შეესაბამება საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ჩართული პირების, უპირველესყოვლისა, თავად მხარის (მარწმუნებლის/კლიენტის), მისი ადვოკატის და ზოგადად მართლმსაჯულების ინტერესებს, რადგან დაწესებული 4%-იანი შეზღუდვის გამო, ვერ ხორციელდება მოგებული მხარის მიერ რეალურად გაწეული სასამართლო ხარჯების სრულიად სამართლიანი ანაზღაურება და ამით უკანონო უპირატესობა ენიჭება წაგებულ მხარეს, რაც იწვევს ნაკლები ფინანსური რისკის პირობებში, საპროცესო უფლებების ბოროტად გამოიყენების წახალისებას. აღნიშნული ნორმით, უსაფუძვლოდ იზღუდება მოგებული მხარის უფლებები, რომლებიც ვერ ახერხებენ რეალურად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close