პოლიტიკა

“ოპოზიციისგან ველოდებით პასუხს, რა ცვლილებების შემთხვევაში დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო პროექტს”

დღეს ოპოზიციისგან ველოდებით  კონკრეტულ კითხვაზე პასუხს, რა ცვლილებების შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ახალ პროექტს, -აცხადებს ფრაქცია “ქართულო ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუციის” დღევანდელი შეხვედრის საპასუხოდ. მისი თქმით, არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ კონსტიტუციის პროექტი უკან უნდა გამოიწვიოს ხელისუფლებამ. მისივე განმარტებით, არსებობს იურიდიული მექანიზმები იმისთვის, რომ კონსტიტუციის პროექტში ცვლილებები შევიდეს. 

რაც შეეხება პლატფორმა “ახალი საქართველოს” წევრის გიორგი ვაშაძის ინიციატივას რომ „ქართული ოცნების“ მიერ კონსესუსზე უარის შემთხვევაში პარლამენტის შენობის პიკეტირება მოხდეს ოპოზიციის მიერ, უმრავლესობის წევრს მიაჩნია, რომ ასე პროცესი წინ არ წავა.

„პიკეტირება ნიშნავს, პროცესის ჩაშლას, პროცესის ჩაშლა კი ნიშნავს, რომ მოქმედი კონსტიტუცია დარჩება ძალაში. ამ ლოგიკას რომ მივყვეთ, ნიშნავს, რომ მათ აწყობთ ერთ კაცზე მორგებული ავტოკრატიული კონსტიტუია, რომლიც 2010 წელს იქნა მიღებული, შესაბამისად ვფიქრობ, ამ ადამიანებს არ აქვთ არც ერთი კონსტიტუცია და არც მეორე წაკითხული, ან ყველაფერს ცდილობენ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვნონ. ეს არის ხალხი, რომელთანაც ვერ მივაღწიეთ თუნდაც იმას, რომ პასუხი მიგვეღო კითხვაზე, რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული კონსტიტუციის პროექტს.

კომისიის ფარგლებში ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებელი ექსპერტების შენიშვნების 70-80%- ზე მეტი, აქედან გამომდინარე ჩვენ ქმედითი ნაბიჯები გადავდგით და არა მხოლოდ სიტყვით წავედით კონსუსისაკენ. მათგან ველოდებით დღეს კონკრეტულ კითხვაზე პასუხს, რა ცვლილებების შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ისინი ახალ პროექტს. ამით ისინი დააფიქსირებენ მზაობას კონსესუსისაკენ”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close