სამართალი და კრიმინალი

ტობავარჩხილზე მამაკაცი ტურისტების კარავში შეღწევასა და სექსუალური კონტაქტის დამყარებას ცდილობდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ტობავარჩხილზე ტურისტების იძულების მცდელობით დაკავებულ ლერი გახარიას 10 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება შემთხვევას, რომელიც ტობავარჩხილზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ორ გერმანელ ტურისტს მუხურში დაემგზავრა და ლუგელას ხეობისკენ გააცილა. მოგვიანებით კი, სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით, მათ კარავში შესვლა სცადა, თუმცა ტურისტებმა 112-ში დარეკეს.

,,ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუხურში დაემგზავრა ორ გერმანელ ტურისტს და ლუგელას ხეობისკენ გააცილა. მან კარავში შესვლა სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით სცადა, თუმცა ტურისტებმა 112-ში დარეკეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. დანაშაულს აღიარებს და ინანიებს მომხდარს”,- უთხრა ჟურნალისტებს ადვოკატმა ჩიქოვანმა.

„ბრალდებულთან დაიდო საპროცესო შეთანმხება დაზარალებულის ინტერესის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელების მიზნით. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ. სასჯელის ზომად, რეალურ სასჯელთან ერთად განესაზღვრა პირობითი მსჯავრი,“-განაცხადა პროკურორმა მაია ჯაბუამ.

მიშკა ძიძიგური

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close