სამართალი და კრიმინალი

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ანქვაბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჩაცხრილეს

აფხაზეთში, გუმისთას ხიდზე, უცნობმა პირებმა ავტომობილში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან პაველ არძინბა და მისი მძღოლი, დიმიტრი ხაგბა ჩაცხრილეს. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ჯერჯერობით ფაქტზე კომენტარს არ აკეთებენ. პაველ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ყოფილ პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი იყო. 2012 წლის 22 თებერვალს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის ორი წევრი – თენგიზ პინდარია და რემზიკ ცუგბა დაიღუპნენ.

პაველ არძინბა, რომელიც 5 წელია ძებნაში იმყოფებოდა, 2017 წლის 26 სექტემბერს თავისი ნებით ჩაბარდა და სასამართლომ იგი აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების უფლების აკრძალვით, გირაოთი გამოუშვა..

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close