ჯანდაცვა

,,ფსიქიკური აშლილობების წამლები ინდოეთიდან შემოდის”_ რატომ სწირავენ ავადმყოფებს ექიმები?

,,წამალმა არ მიშველა”; ,,ინდური და ქართული წამალი არ იყიდოთ, ევროპულია კარგი”; ,,საქართველოში საცდელი წამლები შემოაქვთ და ექსპერიმენტებს ატარებენ”; ,,საცდელი ვირთხები ვართ”; ,,ერთი კვირაა წამალს ვსვამ და შედეგი არ მაქვს”; ,,წამლის ფასი გაიზარდა, შედეგს კი ვერ ვღებულობ”... ასეთი საუბრები ჩვენს ქვეყანაში ხშირია. მიუხედავად ამისა, აფთიაქების რიცხვი და წამალზე მოთხოვნა დღითიდღე მაინც იზრდება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ,,წარმატებული” ჯანდაცვის პოლიტიკის შედეგია და მეტი არაფრის.

ამჯერად ,,წინსვლის” მხოლოდ ერთ დეტალს შევეხებით. public.tableau.com-ის ინფორმაციით, ,,საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ წამლები ინდოეთიდან შემოდის”.

ალბათ საინტერესოა, როგორ იშიფრება ეს ფრაზა? ,,არ ავნო”-ს მიმდევარი ექიმის რჩევას თუ გავითვალისწინებთ, ინდური მედიკამენტებით მკურნალობის დაწყება, ნიშნავს დაავადების გახანგრძლივებას და თუ რომელიმე ექიმი ამ წამლებს უნიშნავს პაციენტს, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მედიცინის მუშაკი ფარმაცევტულ ფირმებთან არის გარიგებული და მისგან სარგებლის მოლოდინში ავადმყოფს სწირავს.

EURONEWS.GE დაინტერესდა, სიმართლეა თუ არა ეს აზრი და ამ საქმეში ჩახედულ ადამიანს მიმართა. მან გვითხრა (ვინაობას გარკვეული მიზეზების გამო არ ვასახელებთ):  

_ ინდოეთშიც არის ქარხნები, სადაც  ხარისხიან მედიკამენტებს ამზადებენ. მათ აქვთ ჯმპ-ის სერთიფიკატი.

_ თუ ასეა, რატომ არის გავრცელებული აზრი, რომ ინდოეთში წარმოებული მედიკამენტებით მკურნალობა, თავის გაწირვის ტოლფასია?

_ ინდოეთში საკმაოდ ბევრი ქარხანაა, რომელთა ხარისხიც შორს არის კარგისგან. ეს წამლები ძალიან იაფი ღირს და საქართველოში ამიტომ შემოაქვთ. რა თქმა უნდა, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებიტაც იგივე ხდება.

_ ამბობთ, რომ ინდური მედიკამენტების დიდი ნაწილი ფალსიფიცირებულია?

_ არა, ფალსიფიცირებული კი არ არის,  უხარისხო და სტანდარტებს არ შეესაბამება…

ამჯერად EURONEWS.GE -ს აინტერესებს, ეს ამბავი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილი არ არის?  თუ ცნობილია (დიდი ალბათობით ასეა), რა გამოდის, უწყება, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის უნდა ზრუნავდეს, გარკვეულ პირთა გამდიდრების მიზნით, მათ დაავადებების გართულებისა და სიკვდილისათვის იმეტებს? ეს არის ,,წარმატებული პოლიტიკა”?

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close