საზოგადოება

ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა

ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” დირექტორი, სუხიშვილი-რამიშვილების ლეგენდარული ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელი ნინო სუხიშვილი გაეროს კეთილი ნების ელჩი გახდა. ეს ამბავი საზოგადოებას გააცნო მისმა ძმამ, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა ,,სუხიშვილების” კონცერტზე, რომელიც ხალხური შემოქმედების ფესტივალ Art-Geni-ს ფარგლებში ჩატარდა.

საქართველოში გაეროს კეთილი ნების ელჩები ასევე  არიან არტისტები, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პრიმა-ბალერინა და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე და კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი. ახლა კი, ამ სიას  ნინო სუხიშვილიც დაემატა.

სალომე მგელიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close