საზოგადოება

ნინო მეტრეველი: ბიძინა რომ ,,ბიძინა” იყო (და არის), არ იცოდით, ვითამ?!

ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ ძალიან მაინტერესებს, აი, ძალიან, ჩვენი პოლიტიკური პროგრამა უნდა დაგვეპატენტებინა, თუ როგორ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა რომ გადაიწერეს, ოროსანი მოწაფეებივით?!
თქვე კაი ,,ოჯახქორებო” (ბებიაჩემმა იცოდა), ხელისუფლებაში რომ იყავით, ეგ იდეები მაშინ გაგეხორციელებინათ, ვითომ მორწმუნის ცოდვასავით ახლა რომ გამძიმებთ მათი აღსრულების სურვილი?!
ბანკების დიდი პროცენტი რომ აწუხებდა ხალხს, მონოპოლიები და ბიზნესზე ზეწოლა რომ იყო, ნამდვილ ოპოზიციას რომ ანადგურებდნენ, სტუდენტებს სწავლის გადახდა რომ უჭირდათ, ხალხს უმუშევრობა და მიგრაციაც გაჭირვებისგან იყო გამოწვეული (და არის),
ან ბიძინა რომ ,,ბიძინა” იყო (და არის), არ იცოდით, ვითამ?!
პავლე სავლედ რომ ვერ იქცევა, წმინდა ბიძინას ვერგარდაქმნამაც ვერ დაგარწმუნათ, ჩემო მურაბა ხალხო?!
ბიჯოოოს!
რამდენი არჩევნები უნდა ჩაატაროთ ლეიბორისტული პრიორიტეტებით?! ა, ამ წუთას პარლამენტის ყოფილი თავმჯომარე სტუდენტებს პირდება, ვისაც საშუალება არ გაქვთ, საზღვარგარეთ სწავლას დაგიფინანსებთო. ახლა, ბატონო სიძევ?! (მეუღლე მეტრეველი ყავს მაგ ვირის ხორცივით გამოუსადეგარს.
მაშინ მიშა გიშლიდა ხელს ქვეყნის მეორე პირს, თუნდაც მაგ ინიციატივით რომ გამოსულიყავი ?! და თუ გიშლიდა, გაძეგლებული რატომღა იყავი იმ სკამზე?!
საკუთარი მოიფიქრეთ! იმდენი ფული გაქვთ, ,,პიარშიკების” დაქირავება გაგიჭირდათ, ჩვენგან უფულოდ ,,ნაცოდვილარს” რომ იწერთ?!
პ.ს. პოსტი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და მხოლოდ ფაქტებზეა დაფუძნებული.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close