პოლიტიკა

ნაციონალების ლიდერი ნიკა მელია საკრებულოში არ შედის

   ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში “ენმ”-მ 17,62% აიღო. ამ მონაცემების მიხედვით, თბილისის საკრებულოში პროპორციული სიით “ნაციონალებიდან” 5 დეპუტატი ეყოლება. “პირველი რადიოს” ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი და პარტიის ლიდერი ნიკა მელია საკრებულოში არ შევა. შესაბამისად სია ამოიწევს და საკრებულოს დეპუტატი, სიის მეექვსე ნომერი მარიკა დათუკიშვილი გახდება. მასთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოში შედიან ნიკოლოზ ვაჩიშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე და ლილე ლიპარტელიანი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close