საზოგადოება

ნარმანია აცხადებს, რომ ახალ მერს ბევრად უფრო წინწასულ ქალაქს აბარებს

თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ “იმედის კვირის” პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ილაპარაკა, რომლის შედეგადაც, ნარმანიას შეფასებით ქალაქში მდგომარეობა გაუმჯობესდა.

როგორც ნარმანიამ თქვა, ის ახალ მერს ბევრად უფრო წინწასულ ქალაქს ჩააბარებს, ვიდრე მან მიიღო 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.

“მე და ჩემმა გუნდმა საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ თბილისში იმისათვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. დღეს ქალაქი, რომელსაც ვაბარებ კახი კალაძის არის გაცილებით უფრო წინ წასული, ვიდრე თავის დროზე მე გადმოვიბარე. მე კარგად მახსოვს მთელი თვეების განმავლობაში საბოტაჟი, მახსოვს როცა მერიაში მოვედით ბიუჯეტი 30 მილიონით იყო გარღვეული. ამ ყველაფერს დასჭირდა აღდგენა, დაბალანსება”, – განაცხადა ნარმანიამ.

მან იმ პროექტების შესახებაც ილაპარაკა, რომლებიც მისი მმართველობის პერიოდში განხორციელდა. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close