საზოგადოება

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი განცხადებას აქვეყნებს

ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი-ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის(GeNPUD)-გამოხატავს ღრმა მწუხარებას ბოლო დროს უცნობი ნარკოტიკით გარდაცვლილ მოქალაქეთა ოჯახის წევრების მიმართ. სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს სახელმწიფოს, რომელმაც არათუ ვერ გამოავლინა ის მკვლელები, რომლებმაც უცნობი ნარკოტიკის საშუალებით სიცოცხლე მოუსწრაფეს ჩვენს ახალგაზრდებს არამედ ვერ დაადგინა ნარკოტიკის შემადგენელი ნივთირება, არ მიიღო არანაირი პრევენციული ზომები და ზოგადად არ უნდა შეიგნოს, რომ აღნიშნული ნარკოპოლიტიკა არის მკვლელი‼️. ეს მიდგომები იწირავდა, იწირავს და მომავალშიც შეიწირავს უმრავ ჩვენს მოქალაქეს. ასევ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას ყველა იმ ძალას, რომელიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ხშირად ცრუ ინფორმაციით შეცდომაში შეყავდა საზოგადოება და მოახდინა რეფორმის გაჭიანურება.
აქედან გამომდინარე ნარკოტიკის მომხმარებელთა საქართველოს ქსელი-ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის (GeNPUD) ვაყენებთ შემდეგ მოთხოვნებს:
☑️სასწრაფოდ დადგინდეს და მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას რა ნივთიერებასთან გვაქვს საქმე.
☑️სახელმწიფომ გაატაროს პრევენციული ზომები, მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა, რომ უფრო დაცული იყო ჩვენი საზოგადოება მსგავსი ფაქტებისაგან.
☑️ჩატარდეს გამოიძიება ყველა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დადგინდეს ქვეყანაში ნარკოტიკის შემოსვლის წყარო, მათი რეალიზატორები და მფარველები, რათა კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი.
☑️მოხდეს რეცეპტურული სისტემიდან პრეპარატ ნალოქსონის ამოღება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ზედოზირების დროს და სამწუხაროდ რეცეპტურულ სიაში შეტანის გამო ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი არ არის.. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close