საზოგადოება

ნათია შარაშენიძე: ლილოს ნაგავსაყრელი სამგორში მცხოვრებ მოსახლეობას წამლავს

 თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორის რაიონში (#10) ნათია შარაშენიძე ამომრჩევლებს მიმართავს:

,,მე თვითონ სამგორელი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რა პრობლემები აწუხებს ხალხს, თითოეულ სამგორელს. მე ყოველდღიურად ვაკეთებ იმას, რასაც თითოეული მათგანი აკეთებს. ვიცი, რომ ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებისგან ყურადღება არ უგრძვნია ჩვენს რაიონს, არადა, ჩვენც დედაქალაქში ვცხოვრობთ.

ამ წლების განმავლობაში, როგორც მოქალაქემ, არაერთხელ მივმართე მერიას და მოვთხოვე, ელემენტარული, ტრანსპორტის საკითხი მაინც მოეწესრიგებინა. ჩემი და ხალხის მოთხოვნა იყო, ტრანსპორტს მოკლე ინტერვალებით ევლო სამგორის ყველა უბანში. სამწუხაროდ, არსებულმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი იღონა და ამ დრომდე სატრანსპორტო მოძრაობა სამგორში ისევ მოუწესრიგებელია.

ჩვენ, სამგორელებს ბევრი პრობლემა გვაქვს. ჩემთვის ყველა პრობლემა ცნობილია, დაწყებული ტრანსპორტით, დამთავრებული ნაგავსაყრელის პრობლემით, რომელიც მხოლოდ ნასაგურს და წინუბანს კი არა, ორხევს და ალექსეევკასაც წამლავს.

მინდა, ეს პრობლემები მოვაგვარო. მინდა, ჩვენთვის სამგორში ცხოვრება იყოს კომფორტული, სტუმრისთვისა და მოყვრისთვის კი მიმზიდველი. საკმარისია ოცნებებსა და ტყუილში ცხოვრება.

ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში გატყუებთ, ჩვენთვის კი არაფერი იცვლება. მე არ მოგატყუებთ, ენდეთ თქვენიანს!!!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close