საზოგადოება

ნათია შარაშენიძე: ამ სახლში იოსებ დავლაშელიძე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს

ნათია შარაშენიძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორის რაიონში:

_ ამ სახლში იოსებ დავლაშელიძე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. სახლში რამდენიმე წლის წინ ხანძარი გაჩნდა, თუმცა ნახანძრალ ოთახებში მაინც აგრძელებენ ცხოვრებას. ვაჟს ვკითხე, სკოლაში დადიხარ?

პასუხმა გული დამწყვიტა:

,, – არ დავდივარ, გამოვედი სკოლიდან იმისთვის, რომ მამას მივეხმარო. აი, ხომ ხედავთ როგორ პირობებში ვცხოვრობთ. ხელისუფლების უყურადღებობისგან დავიღალეთ. ორი ცალი თუნუქი ვერ გაიმეტეს ჩვენთვის, რომ სახლში არ გვაწვიმდეს. ეხლა სოციალურიც მოგვიხსნეს, წელებზე ფეხს იდგამს მამა, რომ ოდნავ მაინც გავიუმჯობესოთ ყოფა, მაგრამ…..”

უმძიმესი სანახავი და მოსასმენი იყო ბიჭის საუბარი. შეუძლებელია, არ შეგძრას ნანახმა და გაგონილმა. კიდევ უფრო მეტად აღგაშფოთებს ის, როდესაც იცი, გაჭირვებული ხალხის ფულით პრემირებული ხელისუფალი ტელევიზორიდან როგორ არწმუნებს დანარჩენ საქართველოს, რომ მათი მუშაობის შედეგად ხალხის კეთილდღეობის ინდექსი კოსმოსშია; რომ ყველა დაპირება შეასრულეს; რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა გაჭირვება, რეალურად კი ხელისუფლებას, მთელი ამ წლების განმავლობაში ჩხირი-ჩხირზე არ დაუდია. ერთადერთი რაც გააკეთეს, საკუთარი უზრუნველი მომავლის მოწყობაა. თუ გადავხედავთ და დავიანგარიშებთ აღებულ პრემია/დანამატებს ციფრებში, ბენზინის ტალონებს, სამივლინებო თანხებს, საეჭვო გზით გაფორმებულ ხელშეკრულებებს, მათ,  ეს უკანასკნელი ნამდვილად შეძლეს.

.

.

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close