ეკონომიკა

ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის მაქსიმუმზეა – შეიცვლება თუ არა ფასები საქართველოს ბაზარზე?

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდება და დღეისათვის ბოლო 2 თვის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას.
კერძოდ, დღეისათვის, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) – Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 51.49 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა – 49.04 დოლარი/ბარელზე. ივლისის თვეში Brent ტიპის ნავთობის ფასი მერყეობდა 47-51 დოლარის ფარგლებში, ხოლო Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი – 44-49 დოლარის ფარგლებში/ბარელზე“.

ნავთბპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ნავთობის ფასის ზრდის მიზეზებზე

საუბრობს და აღნიშნავს, რომ მატება ფიქსირდება იმ ფონზე, როდესაც გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააკეთება პროგნოზი 2017-2018 წლებში ნავთობის ფასის საშუალო ფასთან დაკავშირებით 51-52 დოლარის ოდენობით/ბარელზე, რაც 3 $-ით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.

„მიმდინარე დღეების ნავთობის ფასის მატება უკავშირდება აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგების შემცირებას, რომელიც მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოპეკისა და ოპეკის არაწევრი რიგი ქვეყნების შეთანხმება, რომელიც ეხება ნავთობის მოპოვების შემცირებას, მეტნაკლებად სრულდება და 24 ივლისს სანკტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეთანხმების შესრულების უფრო ძლიერად გაკონტროლების შესახებ.

დისბალანსი, რომელიც არსებობს ნავთობის მიწოდება-მოთხოვნილებას შორის მიწოდების სასარგებლოდ, ოპეკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ნელ-ნელა ბალანსდება.
თუმცა სამომავლო პროგნოზების გაკეთებისგან ყველა თავს იკავებს, ვინაიდან ნავთობის წარმოება აშშ-ში კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა, რაც ხელს უშლის ნავთობის ფასის სტაბილიზირებას და მის მკვეთრ მატებას.

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, იმის გათვალისწინებით, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურია და ასევე საერთაშორისო ფასები Platt’s-ის მიხედვით მკვეთრად არ იცვლება, უახლოეს პერიოდში საწვავის ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს“, – ნათვქამია ნავთობიმპორტიორთა განცხადებაში.

bpn.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close