პოლიტიკა

“მჯერა, რომ თბილისი ჩემს გვერდით დადგება”

მჯერა, რომ თბილისი ჩემს გვერდით დადგება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“რაც შეეხება კანდიდატებს, დაველოდოთ, რადგან სრულყოფილად არ ვიცით, თუ ვინ იქნებიან კანდიდატები. ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ხმები კანდიდატებს შორის. არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, თუმცა ვიბრძოლებ და მჯერა, რომ თბილისი ჩემს გვერდით დადგება. ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს ჩვენი დედაქალაქისთვის. მე ვიცი ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, მეც ამ ქალაქში ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად და ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას, მაწუხებს მეც”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close