საზოგადოება

მშვიდობით მზეო! მონატრებულო, მშვიდობით, დედა!_ ახალგაზრდა პოეტის სულისშემძვრელი ლექსი

ეძღვნება ყველა იმ ქართველის ხსოვნას, რომელიც საქართველოსთვის გმირულად დაიღუპა!

გვახსოვდეს ჩვენი გმირები

 მშვიდობით მზეო! მონატრებულო,

მშვიდობით, დედა!

ხელებს გიკოცნი თავსასთუმალთან,

სიზმარში გხედავ.

არ გამიშვებდი, ზღურბლს იქითაც,

მისდევდი ჩემს კვალს,

რომ გაგეფიქრა ნახავდი მტრისგან ნაწამებ,

შემუსვრილ, ჩემს მკლავს!

დასაძრახია, კაცი სიმხდალით ცხოველს რომ ჰგავდეს

სოროში შემკრთალს,

არ ამომხდება შიში არცერთხელ

და არ მოვითხოვ მტრისაგან შველას!

ჩემს სიცოცხლეზე არაფრით ვყიდი,

ნამიან სარებს, ვაზსა და წალკოტს,

ჩემი სამშობლოს, ნატყვიარ გულს და შენს იავნანას

მე ლოცვად ვამბობ.

მშვიდობით მზეო! მონატრებულო,

მშვიდობით, დედა!

ხელებს გიკოცნი თავსასთუმალთან,

სიზმარში გხედავ.

თათია კობერიძე

https://www.youtube.com/watch?v=OIQZF-kDVD0

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close