საზოგადოება

მოქალაქეებს აივ ინფექციაზე ტესტის ჩატარება უფასოდ შეუძლიათ

პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ მოძრავ ამბულატორიებში მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ აივ ინფექციაზე ტესტის ჩატარება. წელს შინდსის ცენტრი ინიციატივითაც გამოდის.

ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6 711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია, ინფიცირებულთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 39 წლამდეა.

შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოა კაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გავრცელების შემთხვევები და ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან 25%-მდე გაიზარდა.

“ზოგადად ნარკომანებს გაასწრო ჰეტეროსექსულური გზით გადაცემის შემთხვევებმა. 44% მოდის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევებზე, ხოლო 43% – ნარკომანიის, მაგრამ განსაკუთრებით აღინიშნება ძალიან საგანგაშო ზრდა კაცებს შორის სქესობრივი კავშირის დროს გადაცემის. ამ მხრივ, ბოლო 10 წლის განმავლობაში გავრცელების მაჩვენებელი 5%-დან გაიზარდა 25%-მდე. ყოველ მეოთხე კაცს, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი კაცთან, აქვს შიდსი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შიდსის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ქორთიართ მარიოტში” კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც  შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close