საზოგადოება

მოსწავლე მასწავლებელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს _ საქმეს შსს იძიებს

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ სკოლის მანდატურს მათემატიკის მასწავლებლის მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ მიმართა, რაზეც მოგვიანებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

პედაგოგები და სკოლის დირექტორი ამ ფაქტს გამორიცხავენ და ამბავს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კონფლიქტს უკავშირებენ.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის აღძრული, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს

არსებული ინფორმაციით, მათემატიკის მასწავლებელი 70 წლამდე ასაკის კაცია, ხოლო მოსწავლე სკოლაში ახალი გადასულია.

დღეს არცერთი მათგანი სკოლაში არ მისულა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close