საზოგადოება

მორიგი საერთაშორისო წარმატება-დავით ასათიანმა ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციისთან მემორანდუმი გააფორმა

მორიგი საერთაშორისო წარმატება – კიდევ ერთი გაფორმებული მემორანდუმი, ამჯერად ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციასთან !!!
ერთწლიანი მოლაპარკებების შემდეგ, ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივანმა, დავით ასათიანმა ჰონგ-კონგის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან, ამირალი ნაზირთან ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი საზეიმო ვითარებაში გააფორმა.
აღნიშნული შეთანხმების შემდეგ, ქართველი ადვოკატებისთვის საერთაშორისო პარტნიორების წრე კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ახალი შესაძლებლობაა იმ ადვოკატებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ჰონგ-კონგისა და აბრეშუმის გზის სხვა ქვეყნების იურისდიქციით არიან დაინტერესებულები.
შეხვედრას ესწრებოდნენ სლოვენიის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციაც და გადაწყდა, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მათთანაც დამყარდება უახლოეს მომავალში.

.

.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, მსგავსი ტიპის შეთანხმება თურქეთისა და ისრაელის ადვოკატთა ასოციაციებთან გაფორმდა, ჰონგ-კონგი კი ამ პოლიტიკის წარმატების კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს. საერთაშორისო ასპარეზე ქართველი ადვოკატების სახელის დამკვიდრება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close