საზოგადოება

მოიმატებს თუ არა გაზის ტარიფი საქართველოში?

გაზის ახალი ტარიფი მომავალი კვირის დასაწყისში – 17 და 18 ივლისს გახდება ცნობილი.  მიმდინარე წლის 17 ივლისის საჯარო სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ ბუნებრივი გაზის ტარიფის დადგენის თაობაზე იმსჯელებს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, 18 ივლისს კომისია განიხილავს შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ პროექტებს.

როგორც სემეკ-ში განმარტავენ, კომისიის მიერ ტარიფებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნება საჯარო სხდომებზე, რომლებზეც დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

17-18 ივლისის საჯარო სხდომების დღის წესრიგებით გათვალისწინებული საკითხები განთავსებულია კომისიის ვებგვერდზე – WWW.GNERC.ORG

ipn.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close