სამართალი და კრიმინალი

მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა. არაოფიციალური ინფორმაციით, აღიარება ბრალდების მხარემ ფარულად ჩაწერა და საქმეში ჩადო.

ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ საგამოძიებო ორგანოს არ გააჩნდა მსგავსი ჩანაწერის გაკეთების შესახებ სასამართლოს განჩინება, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი აღნიშნული მასალა, სადაც სავარაუდოდ, სისხლიანი გარჩევის დეტალებზეა საუბარი, სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად მაინც დაურთო.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ ყველა მტკიცებულება, კანონის სრული დაცვითაა მოპოვებული.

„ცალსახად უნდა აღინიშნოს რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება მოპოვებულია კანონის განუხრელი დაცვით. კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდებულებს წარედგინათ ბრალდება და სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა მათ პატიმრობა. მტკიცებულებები ასევე კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სრულად არის გადაცემული დაცვის მხარისთვის,“ – განაცხადა  მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მომხდარ დაპირისპირებას მოზარდებს შორის, 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქმეზე წინასწარი პატიმრობა 3 ბრალდებულს მიესაჯა.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close