პოლიტიკა

,,როგორც ტილი მიაჯდება სხეულის ყველაზე მსუყე ადგილს, ისეა მიმჯდარი ელექტროენერგიას”

„ამასწინათ, ბიძინა ივანიშვილი ნიანგის ცრემლებით ტიროდა იმის თაობაზე, რომ საქართველოში, მას, ბიზნესინტერესები არ გააჩნია და მილიარდებს ჩვენი ბედნიერებისთვის ხარჯავს, მაგრამ ფაქტები სხვა რამეს ღაღადებენ. ჩვენ ახლა ვართ გლდანში, ბიტკოინების წარმოება, ბიძინა ივანიშვილის და ებრაელობით მოვაჭრე, რუსეთის აგენტ შალელაშვილისაა, სადაც კეთდება და თეთრდება მილიარდები ჩვენი ელექტროენერგიის 40%-ის გამოყენების ფასად. ამას ისევ ჩვენ ვიხდით და ამის შემდეგ გამოვა ეს მართლაც ყველანაირი ზნეობრივი ელემენტებისაგან გარეცხილი არსება და აქეთ წამოგვაყვედრის, რომ ის მხსნელად დაიბადა და მოევლინა ქვეყანას.

ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე, ეს ბიტკოინების მთელი წარმოება გადაეცემა სტუდენტობას და ეს თანხები მოხმარდება სტუდენტებისათვის სწავლის ქირის გადახდას, მათ სტიპენდიებს, მათ გრანტებს, უცხოეთში გაშვებას, ახალი სპეციალობებისა და ფაკულტეტების გახსნას. ამით დამთავრდება ყაჩაღობის ისტორია, რომელიც ჩვენ გლდანის ველზე ვიხილეთ. ალბათ თქვენ იმასაც ამჩნევთ, რომ ჩვენ პირდაპირ ტრანსფორმატორების ქვესადგომია. ზუსტად ამის ქვეშ აუშენებია, როგორც ტილი მიაჯდება სხეულს ყველაზე მსუყე ადგილას, ისეა მიმჯდარი ელექტროენერგიას. მოგეხსენებათ, ბიტკოინები ელექტროენერგიის უზარმაზარი რაოდენობის ხარჯზე მუშაობს და გახსნა აქვე თავისუფალი ზონა. გაითავისუფლა საკუთარი წარმოება დენის გადასახადისგან. ჩვენ ვიხდით 25-ს და მან დაიწესა თავისი თავისთვის 11 თეთრი, რომელსაც ჩვენ გვახდევინებს. მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს თაღლითობის და გადაგდების ასეთი პრეცედენტი. ზუსტად გამეორდა ყვარყვარე თუთაბერის ისტორია. მან, 150 ქარხნის აშენების მაგივრად, ააშენა თავისი ბიტკოინების მილიარდიანი წარმოება. ისე გამოვიდა, რომ ოქროს ქარვასლას აგიშენებთ, ჩემსას რომ მოვრჩებიო… მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტერიტორია გლდანის ციხის გვერდითაა და როგორც მტაცებელს ჩვევია, ივანიშვილმა ოპტიმალური ადგილი შეარჩია. ციხე არის დაცვის განსაკუთრებული სარეჟიმო ობიექტი და თუ ხალხი აქ შტურმით მოვიდა და ამ ბიტკოინების ქარხნის აღება მოინდომა, ციხის დაცვა ამ პროცესების მოგერიებაში დაეხმარება, მაგრამ ხალხის რისხვისაგან ვერანაირი ციხისა და სხვა დაცვები უშველის, რადგან ის დაცვაც ჩვენს გვერდზე დადგება. ეგ მაგან ძალიან კარგად უნდა იცოდეს“, განაცხადა ნათელაშვილმა.„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ეს წარმოება სტუდენტობას გადაეცემა და ამ თანხებით, ის სტუდენტების ქირას, გრანტებსა და უცხოეთში სწავლის გაგრძელებას უზრუნველყოფს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close