სამართალი და კრიმინალი

მიხეილ ჩხენკელი: მივმართავთ ყველა საშუალებას მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად

მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. უპირველეს ყოვლისა, ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.

ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა.

ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზადა არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას.  ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს.   მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close