პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს არ გავყიდი და არც გამიყიდია

,,მე არაფერი არ წამიღია, ყველაფერი მოვახმარე საქართველოს. ეს ხალხი მომიბრუნდა, ეს ქოცები და აღძრეს საქმე ბოლოს რაზე, პიჯაკებზე, თაიგულებზე… მაგრამ საინტერესო რა არის ამ ყველაფერში, დააკვირდით როგორ აღძრეს საქმე, იუშენკოს აბანოში მომსახურეობაზე და იუშენკოს გამასპინძლებაზე. დონალდ ტრამპი რომ იყო საქართველოში ჩამოსული, დონალდ ტრამპსაც გავუმასპინძლდი და ტრამპი რატომ არ არის მასალებში? აა, გეშინიათ? აა, ტრამპზე ჯობია არ ვილაპარაკოთ? აბა იუშენკომ რა დააშავა? დონალდ ტრამპსაც ესე გავუმასპინძლდი, აბანოში არ მყოლია, მაგრამ ვაჭამეთ, ვასვით და მე ნაღდად ჩემი ხელფასიდან არ გადამიხდია. საქართველოს სახელმწიფომ გადაფარა როგორც ფარავენ სხვა სტუმრებისთვის. ტრამპზე რატომ არაფერს არ ლაპარაკობთ? რუსეთის თანამდებობის პირები სანამ ომი იქნებოდა რომ ჩამოდიოდნენ, იმათზე რატომ არ ლაპარაკობთ? აა, ესე იგი რაღაცეებია, რაზეც შეიძლება ლაპარაკი და რაზეც არ შეიძლება?

ეს ჩემი პიჯაკები დავუბრინე და მაინც ჯიუტად აგრძელებენ ამ საქმეს. დააყადაღეს ჩემი საკარმიდამო კახეთში და მეუბნებიან, თუ სახლს გაყიდი ყადაღას მოგიხსნითო. ე.ი. მეუბნებიან, რომ მოდი, საქართველოში აღარაფერმა აღარ მოგიზიდოს, იმიტომ, რომ მენატრება, რა თქმა უნდა, ჩემი საკარმიდამო კახეთში და თუ გაყიდი გაგაყიდინებთ და ფულსაც აგაღებინებთო. მე კახეთის ვენახი კი არ მენატრება, რა თქმა უნდა, ისიც მენატრება, მე მენატრება საქართველო და საქართველოს არ გავყიდი და არც გამიყიდია” _ ასე განმარტა საკუთარი მდგომარეობა რუსთავი 2 -ის გადაცემა ,,არცევანი”-ს ეთერში მიხეილ სააკაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close