პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ვიღაცაში ვეშლები

„როდესმე ვინემ მნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და მტერს თავი დავუხარე რომელიმე სიტუაციაში. ამათ ვიღაცაში ვეშლები და ივანიშვილს, რომელიც არის მართლა ბოლომდე მშიშარა და მხდალი, მე ვეშლები ვიღაცაში,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 2008 წლის ომის შემდეგ მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ გააკეთა.

„ყველა გამოწვევა არის შანსი… 2008 წელს გავუძელი, 2008 წელს, როცა ვიჯექი თბილისში კაბინეტში და როცა ყველა გვირეკავდა, მათ შორის, ამერიკელები, ფრანგები, რომ მოდიან პირდაპირ ასაღებად, მოსაკლავად, ორ საათში მანდ იქნებიან. ვინმემ შეატყო, რომ რამე ერთი ნერვი ამიტოკდა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2008 წელს გორში ომის ეპიცენტრთან იმყოფებოდა და, თუ მას დაცვა გადაეფარა, ეს არ უნდა გამხდარიყო სალაპარაკო თემა.

„მე მათი პრეზიდენტი ვიდექი იქ, სადაც იყო ბომბები და რომ დაინახა დაცვამ, რომ ბომბდამშენი თავზე გვადგა დამახტა თავზე და ეს მთელი მსოფლიოსთვის იყო გამბედაობის სიმბოლო და მართლა იმ ფარჩაკებისთვის, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს საქართველოში თავისი სიმხდალის, მათივე სიმხდალის დასასაბუთებლად, აი, სააკაშვილი როგორი მხდალია დახოხავს გორში,“ – აცხადებს სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ასეთ ჭორებს მტერთან შეკრული პირები აგორებენ.

„რომ ატრიალებენ, რომ დაცვა გორში დამახტა თავზე და აი, რა მშიშარაა. ვინ ატრიალებს ამას, მხდალი ნაძირლები, რომლებიც მტერთან თანამშრომლობენ და მეორე, მათი კვალი არ იქნებოდა იქ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close