პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალური, სამუშაო ვიზა მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზა აქვს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა, სამუშაო ვიზას ვადა მომდევნო წლის განმავლობაში გასდის.
”ლეგალური ვიზა მაქვს, სამუშაო ვიზა. ვადა მგონი მომდევნო წლის განმავლობაში გასდის. ვაშინგტონში რომ ვმუშაობდი დიდი ხნის წინ, მაშინ ავიღე, – განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. მწვანე ბარათს, სააკაშვილის თქმით, მისი აღება შესთავაზეს, თუმცა ამაზე უარი თქვა.

”შემეძლო მისი აღება, შემომთავაზეს, მაგრამ მე არ მინდოდა. ასევე მაქვს ტურისტული ვიზაც. ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და აქ თავს თითქმის სახლში ვგრძნობ, მაგრამ ჩემი სახლი საქართველო და უკრაინაა”, – აღნიშნა სააკაშვილმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება.

ipn.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close