საზოგადოება

მიხეილ რამიშვილი: შენ თავში რეები იხარშება, დავით, იმას მიხედე…

ორიოდე დღის წინ, ჩატარდა დასკვნითი სასამართლო სხდომა  დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე. დავით ოქიტაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის დროზე, დაკავებულ გიორგი მამალაძეზე პოსტი დადო – „არაკაცი იყავი და არაკაცად დარჩებიო“. შედარებით  მოგვიანებით, უკვე პირდაპირი ტელეეთერით მანვე განაცხადა: „მე ვგრძნობდი, რომ ეს იყო ანაფორაში გახვეული ურჩხული“ და შემდეგ, ძალზე მნიშვნელოვანი ფრაზა, რომ დაველოდოთ არა სასამართლოს, არამედ „დაველოდოთ პროკურატურას, დაველოდოთ უშიშროებას რა გადაწყვეტილებას მიიღებენო“.

https://www.youtube.com/watch?v=0ZX1j6YIdBg

ოქიტაშვილის მოსაზრებით, წამალი მამალაძისთვის არ ჩაუდიათ – „რა წამალი ჩაუდეს, ეს ისეთი კატეგორია იყო, რომ მის ტვინში ეს ნამდვილად მოიხარშებოდა…. ეს არის კურდღელი და ჩვენ გადავრჩით უბედურებას… ძალიან კარგად იმუშავა უშიშროებამ, ის დააკავეს, როდესაც მან გადალახა საზღვარი და უკვე დამტკიცდა, რომ ის შხამი მას მიჰქნდა გერმანიაში, სადაც ჩვენი უწმინდესი და მაღალი იერარქები იმყოფებოდნენ“.

    დასკვნითი სასამართლო პროცესის შემდეგ, დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი – მიხეილ რამიშვილი euronews.ge -სთან პირველად აკეთებს კომენტარს დავით ოქიტაშვილის ამ გამოსვლაზე.

   მიხეილ რამიშვილი:

_ ეს გახლავთ პატივისა და ღირსების შელახვა, რისი უფლებაც დავით ოქიტაშვილს არ აქვს. თავის ღირსებას და თავის პატივს მიხედოს. ეს არის კატასტროფა! რა უფლებით ლაპარაკობს დავით ოქიტაშვილი ამ საქმესთან მიმართებაში. ანდა შეფასებებს რომ აკეთებს, რომელი შეფასებებით იხელმძღვანელა – სასამართლო პროცესებს დაესწრო? რასაც ვერ იზამდა, ვინაიდან ყველა პროცესი დახურული იყო. წავიდეს რა, მიხედოს კულტურას… თუ მიხედავს საერთოდ. და კარგად იცოდეს, იქ ვინ არის ადვოკატი. თან კარგად მიცნობს ოქიტაშვილი მე!

ჯერ რა უფლებით საუბრობს, ანდა რა შუაშია ანაფორას ამოფარებული. ანაფორას ამოფარებული დამნაშავე პირველად ახსენა პროკურორმა და ამანაც, ფაქტობრივად,  იგივე გაიმეორა. ასეთი შეურაცხყოფა როგორ უნდა მიაყენოს სასულიერო პირს,  რომ მის თავში მოწამვლის გეგმა მოიხარშებოდაო… შენ თავში რეები იხარშება, დავით, იმას მიხედე, უმჯობესია.  უდანაშაულობის პრეზუმცია არსებობს ელემენტარული.

   _ იურიდიულად როგორ შეაფასებდით ხსენებულ ფაქტს?

_ აქ არის უდანაშაულობის პრეზუმციის უხეში დარღვევა, ვინაიდან სანამ არ იქნება სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შესული, მანამდე ნებისმიერი ადამიანი არის უდანაშაულო. მეორე, რომ ამბობს ანაფორას ამოფარებულიო, ეს სიტყვები თქვა პროკურორმა თავის დასკვნით სიტყვაში. როგორ უნდა თქვას ორმა კაცმა ერთნაირი ფრაზა-შეფასება, როცა ერთი ამბობს ანაფორას ამოფარებული დამნაშავე და მეორე ანაფორას ამოფარებული ურჩხული. თან ეს პროკურორმა თქვა დახურულ სხდომაზე, ღია არც ერთი არ ყოფილა და აქედან გამომომდინარე, ოქიტაშვილს საიდან უნდა სცოდნოდა ვინ რას ლაპარაკობს მამა გიორგიზე? ზის ალბათ ირაკლი მამალაძესთან და… შორენასთან და ბჭობენ. და იბჭონ!

 _ უშიშროებამ კარგად იმუშავაო. არადა, პროფკავშირების დარგობრივი კუთხით უფლებადამცველია…

_ რა თქმა უნდა. ადამიანის უფლებების დამცველი თუ ბრძანდება, ჯერ ისწავლოს როგორ უნდა ილაპარაკო ბრალდებულებზე. ახლა საუბარია იმაზე, ვინ უფრო კარგად იმუშავა, უშიშროებამ თუ პროკურატურამ, ყველას თავის „მიკროფონი“ ჰყავს… ჩემი პასუხია, ყველამ თავის საქმეს  მიხედოს.

 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close