ვიდეოპოლიტიკა

,,მინდა, აქედან მივმართო პოლიტიკურად სამარცხვინო, დედალ და მამალ არსებას”

,,მოკლედ, ისე სასტიკად ეშინია ივანიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის, რომ წულუკიან-საჯარო რეესტრის მეშვეობით, 1 მაისის შემდეგ, მეორედ ჩაგვატარებინეს დღეს პარტიის ყრილობა. ამჯერად უკვე ნოტარიუსის მონაწილობით მოგვთხოვეს ჩემი პარტიის თავმჯდომარედ არჩევისა და პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენების დადასტურება, რასაც არ ითვალისწინებს არა მარტო ჩვენი, რომელიც ჩემი დაწერილია სხვათა შორის 90-იან წლებში, არამედ დედამიწაზე არსებული არცერთი კანონი. ნოტარიუსის დამოწმება საჭიროა თუ ცვლი წესდებას, იცვლი იურიდიულ მისამართს, ქმნი ახალ პარტიას ან შემოგაქვს ახალი სიმბოლიკა.ესა და ეს. როგორც ჩანს, შიშს მართლაც დიდი თვალები აქვს და ამ შემთხვევაში, არც თუ უსაფუძვლოდ. აუცილებლად გავიტანთ ამ რეჟიმს სანაგვეზე” _ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა დღეს, პარტიის ყრილობაზე, რომელიც ,,თბილისი მერიოტში” ჩატარდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close