საზოგადოება

,,მითხრა, ჩვენს სახლში ყველაზე წმინდა სიტყვა ,,დედა” არისო” _ საოცარი ისტორია

,,უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი… შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი (სრულიად არაქართული გარეგნობით) მეკითხება – ქართველი ხარ? მე სადაც ვცხოვრობ, იქ ქართველები ცოტანი არიან, ამიტომ გამიკვირდა. როცა შეკითხვა დავუბრუნე, მითხრა: მე ესპანელი ვარ, მაგრამ სამი შვილი მყავს და ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო. როგორც გავარკვიე, ქართველი მეუღლე ჰყოლია, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილა, მაგრამ მოახერხა და ქმარ-შვილს ისე შეაყვარა საქართველო, რომ კაი ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს.
მითხრა, ჩვენს სახლში ყველაზე წმინდა სიტყვა “დედა” არისო, ბიჭები ქართულ ეკლესიაში დამყავს და მალე საქართველოში მივდივარო! ბოლოს მკითხა, იქნებ იცნობდი ჩემს ცოლს – ეკატერინე ერქვაო. არ ვიცნობდი, არც ბანალური მინდა ვიყო, მაგრამ დაილოცოს მისი ქალობა, ოთხი ესპანელი ვაჟკაცისთვის, დედა რომ ყველაზე წმინდა სიტყვად აქცია და საქართველო სალოცავად გაუხადა!!!” – წერს დამენია პოსტში.
ეკატერინე თექაძე 2015 წელს გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ კი მისმა ძმამ, ლადო თექაძემ ჩამოიხრჩო თავი” _ წერს ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენია. 

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close