პოლიტიკა

,,მთავარია, რომ სოზარი უმუშევარი არ დარჩა” _ რა სარგებლობა მოაქვს ივანიშვილის სატელევიზიო გამოსვლებს

,,რაც მთავარია, სოზარ სუბარი უმუშევარი არ დარჩა”_ ასეთ სარკაზმულ კომენტარებს დღეს, სოციალურ ქსელში ბევრგან  ნახავთ. საქმე იმაშია, რომ  საქართველოს მთავრობაში ახალი უწყება იქმნება და მას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. როგორც BM.ge-ის წყარომ განუცხადა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონალური მართვის სამსახური და ის პირდაპირ პრემიერს დაექვემდებრება;

ახალი სამსახურის უფროსი კი, სოზარ სუბარი იქნება.

სუბარს პრემიერი დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოზარ სუბარი რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მრჩევლად დაინიშნა. იქამდე კი, სოზარ სუბარი დევნილთა და განსახლების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. და უფრო მთავარი, ორი დღის უკან, სატელევიზიო ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა სუბარი თავის რჩეულად დაასახელა და განაცხადა, რომ პრეზინეტობის კანდიდატად მას ჰყავს კანდიდატურები, სოზარ სუბარი ზურაბაშვილი… და შედეგმაც არ დააყოვნა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close