საზოგადოება

,,მე რომ შემეძლოს, საქართველოს გადავმალავდი, ვით ბეთანია გადამალეს მთებში მტრედებმა!”

მე რომ შემეძლოს…

ჩემს ძველ უბანში, ჩემს ქუჩაზე დაძრწის არაბი
და ნადიდგორალს, ნაშამქორალს, ცეცხლი მედება…
მე რომ შემეძლოს, საქართველოს გადავმალავდი,
ვით ბეთანია გადამალეს მთებში მტრედებმა.
ჩემს ძველ უბანში, ჩემი ქუჩა გამიუცხოვდა,
აღარც ნაცნობი სახეები…აღარც ჭადრები…
შავი ჩადრები ფრიალებენ ვიღაც უცხოთა,
ავად მზვერავი, ავად მზერი, შავი ჩადრები!..
შემოსევიან საქართველოს ვიღაც ოხრები
და, არც იბერთა შეძახილი, არც შემართება!..
ანჩხლნი, ბნელქმნილნი, მანკიერნი და მაოხრები!..
ქრისტეს ღალატი?!. ქართველებო, არ გვეკადრებათ!..
ჩემს ძველ ქალაქში დაძრწის სპარსი, თურქი, არაბი…
ჰეი, მამულო! მოგაკითხეს მტრულმა ერებმა?!.
მე რომ შემეძლოს, საქართველოს გადავმალავდი,
ვით ბეთანია გადამალეს მთებში მტრედებმა!..

თინათინ მღვდლიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close