საზოგადოება

,,მე მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო”

მრცხვენია, რომ სააკაშვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, – ამის შესახებ ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ აქტუალური დარჩეს.

,,მე მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის მიმართავს ყველანაირ ავანტიურას, რათა ისევ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხდება. იმედია უკრაინელებიც მალე გაიცნობენ. ჩვენ ცოტა დიდი ხანი დაგვჭირდა. მან საქართველოს მოქალაქემ თავის დროზე საქართველოში ჩაიდინა დანაშაულები, რაზეც შესაბამისი განაჩენია დამდგარი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცოტა ხნის წინ, კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებენ ბრალს. სააკაშვილის წინააღდეგ რამდენიმე საქმე განიხილება საქართველოს სასამართლოშიც.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close