პოლიტიკა

“მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ მიხეილ სააკაშვილი იქცეოდა პოლიტიკურ დევნილად და ამას მე ვაღიარებდი”

შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “ბრძნული აფორიზმია “არასოდეს თქვა, არასოდეს”. მე ვერ წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქცეოდა ჯერ პოლიტიკურ დევნილად, მერე პოლიტიკურ პატიმრად და ამას მე ვაღიარებდი. ფაქტი სახეზეა, ორმა ოლიგარქმა ივანიშვილმა და პოროშენკომ ეს შეძლეს, მაგრამ მათი საქმე მაინც დამთავრდება. როგორც ზღვა განაგდებს ყოველგვარ სიბინძურეს ნაპირზე, ისე განიდევნებიან ისტორიის მიერ პოლიტიკიდან ოლიგარქები. რაც შეეხება სააკაშვილზე წარდგენილ ბრალდებას, ესაა სრული სისულელე პოროშენკოს უინტელექტო თავში მოფიქრებული.”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close