საზოგადოება

,,მეხსიერებას გადახედეთ ბატონო კახა და თუ რამე არ გახსოვთ, ეგებ მამა კარლომ გაგახსენოთ”

“ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომდარი მკვლელობის შესახებ თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება:

,,ეხლა კახი კალაძის განცხადება ვნახე, მეც მამა ვარ ზაზა სარალიძის გვერდით ვარ, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ ირინა ენუქიძეს ცინიკურად რომ ექცეოდა მაშინდელი ხელისუფლებაო…

აი, როგორ გავიცინო ასეთ თემაზე, როგორ!

კალაძეს მაშინდელი ხელისუფლების ცინიზმი ახსოვს და ის აღარ ახსოვს, რომ მაშინ ის იმ ხელისუფლების მეხოტბე იყო!

ვერც დღევანდელი ხელისუფლების ცინიკურ დამოკიდებულებას ამჩნევს!

ვერც იმას ხვდება რომ მისი, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენლის, ეს განცხადებაც, ამ გახსენებით, ცინიკურია და რა ცინიზმზეც თავად საუბრობს, იმ ცინიკოსებთან დღეს უპრობლემოდ მეგობრობს და თანამშრომლობს!

მეხსიერებას გადახედეთ ბატონო კახა და თუ რამე ბოლომდე არ გახსოვთ, ეგებ მამა კარლომ გაგახსენოთ, რომ ასეთი უხერხული განცხადებებისგან მაინც აგარიდოთ!”,-წერს ირინა სარიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიან გამოძიებას ითხოვდა” _ ასე ეხმაურება ,,ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ხორავას ქუჩაზე მომდარი მკვლელობის შესახებ თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებას.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close