საზოგადოება

მეტროსადგური “გურამიშვილი” რამდენიმე დღით დაიკეტება

მეტროსადგური “გურამიშვილი” უახლოეს პერიოდში ორი დღით დაიკეტება, – ამის შესახებ დედაქალაქის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს თბილისის მეტროპოლიტენით იმგზავრა.

კახა კალაძე მეტროსადგურებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მეტროს მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა.

მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში მეტროსადგური “გურამიშვილი” ორი დღით დაიკეტება, რათა მეტროსადგურში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდეს, რის შესახებაც მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close