საზოგადოება

მეგანის თაიგული ჰარის დედის საყვარელი ყვავილებისგან იყო დამზადებული

 36 წლის მეგანისა და 33 წლის ჰარის სამეფო ქორწილი უინძორში, წმინდა გიორგის კაპელაში.  ქალაქში, სადაც 27 ათასი ადამიანი ცხოვრობს, 100 ათასი სტუმარია ჩასული. მეგანის თაიგული ჰარის დედის, საყვარელი ყვავილებისგან, კესანიებისგან იყო დამზადებული, ამ ჟესტით სამეფო წყვილმა, დიანას ხსოვნას პატივი მიაგო, თუმცა თაიგულში, ასევე იყო სხვა ყვავილებიც, რომლებიც ჰარიმ, კენსინგტონის სასახლის ბაღში თავად დაკრიფა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიტანეთში სამეფო ქორწილი სამეფო ქორწილია. პრინცმა ჰარმა და ამერიკელმა მსახიობმა, მეგან მარკლმა ჯვარი უინძორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწერეს.

დედოფალ ელისაბედის გადაწყვეტილებით, ქორწინების შემდეგ წყვილს საქსესის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული მიენიჭებათ.

ცერემონიამდე ერთი დღით ადრე პრინცი ჰარი უინძორის სასახლესთან შეკრებილ თაყვანისმცემლებს შეხვდა. ის მათთან, ძმასთან ერთად, გავიდა და დაახლოებით, 10 წუთის განმავლობაში გაესაუბრა.

პრინცი დაინტერესდა, მსოფლიოს რომელი ქვეყნებიდან ჩავიდნენ სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები უინძორში.

ჰარიმ ერთ-ერთი ფანისგან საჩუქრად სათამაშო დათუნიაც მიიღო.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს ჯვარი კენტენბერის არქიეპისკოპოსმა დასწერა, რის შემდეგაც ქალაქის უძველეს ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყო. ტაძართან მეგანი დედასთან ერთად მივიდა, საკურთხეველთან კი პატარძალს პრინცი ჩარლზი მიაცილებდა.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close