საზოგადოება

“მეგალაინთან” მოქალაქეს ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა

თბილისში, რ.აგლაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “მეგალაინთან” მოქალაქეს ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რომელიც ახლომდებარე მანქანას მოხვდა.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “კვირა” ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიცია და სავარაუდოდ, ექსპერტ-კრიმინალისტები იყვნენ მობილიზებულები.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close