საზოგადოება

მეანაბრე ტერა ბანკს 760 000 დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს

მეანაბრე მედეა ჯაფარიძე ტერაბანკს ანაბრის 760 000 დოლარის მითვისებაში ადანაშაულებს. დაზარალებულის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ თაღლითობის და დოკუმენტების გაყალბების ფაქტი დადასტურებულია და 7 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ბანკის დიდუბის ფილიალის ყოფილ მმართველს ირაკლი აბშილავას, ბანკი კუთვნილი ანაბრის დაბრუნებაზე უარს ეუბნება. სამოქალაქო დავა კი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს და მოსამზადებელი სხდომაც არ ჩანიშნულა. ადვოკატები ტერაბანკს მეანაბრის უფლებების დარღვევაში, სასამართლოს კი საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.

თაღლითური სქემის მიხედვით, ყალბი დოკუმენტებით, თითქოს მედეა ჯაფარიძე ტერაბანკის 4 მსესხებელს თავდებში ჩაუდგა და იმ შემთხვევაში თუ კრედიტს ვერ დაფარავდნენ, თანახმა იყო მისი ანაბრიდან მომხდარიყო უცნობი მსესხებლების კრედიტების დაფარვა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხელმოწერები მედეა ჯაფარიძეს არ ეკუთვნოდა, ის   4 მსესეხებელი კი უკვე მსჯავრდებული ბანკის ფილიალის მმართველის ნათესავები იყვნენ.

„ტერაბანკი“ ყოფილი მეანაბრის თანხის მითვისების ბრალდებას უარყოფს. ამასთან დაკავშირებით ბანკი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ  ბანკი ყოფილ მეანაბრესა და ყოფილ მმართველს შორის არსებულ დავაზე პასუხისმგებელი არ არის.

„იურიდიული ფირმა BLB-ისა და ყოფილი მეანაბრის განცხადება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბანკის რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებას. განაჩენი გამოტანილია ყოფილი მეანაბრისა და ბანკის ყოფილი მმართველის პირადი საქმიანი ურთიერთობებიდან გამომდინარე ფაქტებთან დაკავშირებით. ამასთან, „ტერაბანკი“ არ ყოფილა  სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესის მონაწილე და დადგენილ განაჩენს „ტერაბანკის“ პასუხისმგებლობასთან კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ყოველგვარი კომენტარი იმასთან დაკავშირებთ, რომ ზემოაღნიშნული თანხა მითვისებული იქნა ბანკის მიერ, არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო „ტერაბანკის“ განცხადების საფუძველზე, ვინაიდან, ბანკის ინტერესებში შედიოდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა“,- ნათქვამია განცხადებაში

იმედი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close