საინტერესო

სკანდალი-მარკუს მეტრეველმა ანრი ჯოხაძის გამო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალზე უარი თქვა

შეამჩნევდით ალბათ, რომ ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალზე მომღერალი მარკუს მეტრეველი თავისი საფირმო შლიაპით არ გამოჩენილა. ჩვენი ინფორმაციით ამის მიზეზი ანრი ჯოხაძე გახდა. როგორც გავარკვიეთ, მარკუსს სწორედ ამ მომღერის სიმღერაზე ცეკვა სთხოვეს შოუს პროდიუსერებმა. მარკუსმა ეს შემოთავაზება არ მიიღო და რეპეტიცია დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ამ ამბავს წინ უძღოდა „პრაიმ შოუში“ მომხდარი სკანდალი, როცა შოუს ჩაწერა ანრის შეურაცხყოფის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა მარკუს მეტრეველმა, თავის დროზე „პრაიმტაიმი“ ამ სკანდალზე ექსკლუზიურად წერდა.

ჩვენ მარკოს დავუკავშირდით და ახალ სკანდალზე კომენტარი ვთხოვეთ.

– მარკო, რატომ არ იყავი ცეკვავენ ვარსკვლავების ფინალზე?

– დაკავებული ვიყავ სამწუხაროდ და არ მქონდა დრო რეპეტიციისთვის…

– ეს ტყუილია… ბოლო ინტერვიუში მიყვებოდი, რომ რეპეტიციები დაგეწყო და ერთი სული გქონდა როდის დადგამდი ფეხს კვლავ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დარბაზში…

– (იცინის) ზოგადად ტყუილები არ მიყვარს და მატყუარა ადამიანებს ყოველთვის ვარიდებ თავს. კი, მქონდა ნამდვილად რეპეტიცია, მაგრამ არ ვაპირებ განვიხილო საკითხი რის გამოც შევიკავე თავი.

– მე მაქვს ინფორმაცია, რომ ფინალზე ანრი ჯოხაძის გამო არ მიხვედი. რომ მის სიმღერაზე ცეკვა გთხოვეს პროდიუსერებმა…

– მე არ ვიცი ეს ონფორმაცია თქვენამდე ვინ მოიტანა და რა ფირმით, მაგრამ, რა შუაშია ზემოთ ხსენებული პიროვნება, უბრალოდ არის გარკვეული პირობები, რაზეც ან ვთანხმდები ან – არა. ამ შემთხვევაში ჩემთვის არ იყო საინტერესო გადაწყვეტილება… როგორც ჩანს, საკმაოდ ინფორმირებული ჭორიკანა ჩიტი გყავთ.

– ითხოვე, მომღერლის შეცვლა და არ შეგიცვალეს?

– არა, მომღერლის შეცვლა რა შუაშია, ამას მე არ ვწყვეტ პროექტში, ეს ჩემი საქმე არ არის. გიმეორებთ, რომ არის გარკვეული პირობები, რაზეც ან ვთანხმდები ან  – არა. მე მაქვს საკმაოდ მაღალ დონეზე აყვანილი ადამიანობა და მორალი და ამას ვერცერთი ეთერის სანაცვლოდ ვერ დავთმობ. ცისფერ ეკრანზე 5 წუთით დაფიქსირებისთვის ჩემთვის მიუღებელ ფონს ვერ დავთანხმდები.

– მაშინ ასე დავსვამ კითხვას, რა იყო შენთვის მიუღებელი ? რატომ თქვით უარი ფინალში მონაწილეობაზე?

– თავს შევიკავებ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან. ეს ჩემი უფლებაა.
პრაიმტაიმი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close