საზოგადოება

,,მანდატურები და სკოლის პერიმეტრის გაკონტროლება საქმეს ვერ უშველის”

,,საზოგადოებაში აგრესიული ფონის ზრდის მიზეზია უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე,მომავლის უპერსპექტივობა, საშოვარზე გასული მშობლების ნაკლები კონტაქტი შვილებთან, ელიტარული(კერძო) და არაელიტარული (სახელწიფო) სკოლების არსებობა, მქონებელსა და უქონელს შორის ხიდჩატეხილობა…
მანდატურები და სკოლის პერიმეტრის გაკონტროლება საქმეს ვერ უშველის, სკოლას სჭირდება ავტორიტეტი, მასწავლებლები და დირექტორები, რომელნიც მოწოდებით პედაგოგები იქნებიან…
p.s.ქვეყნის პრესტიჟის საქმეა პედაგოგიური უნივერსიტეტის აღდგენა, რომელიც მოამზადებს თანამედროვე სკოლის პედაგოგებს, ორკვირიანი ტრენინგებით პედაგოგად ვერ ჩამოყალიბდები” _ აცხადებს პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის უკან, თბილისის 51- ე სკოლაში, მოსწავლეებმა, სასიკვდილოდ დაჭრეს ორი თანატოლი. მას შემდეგ, კიდევ რამდენიმე სკოლაში მოხდა თანატოლებს შორის კონფლიქტი. საპატრულო ეკიპაჟები სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირებენ, გამკაცრდა მანდატურების მიმართ მოთხოვნებიც.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close