საზოგადოება

“მამა, რომელიც სუფრასთან შვილების სიცოცხლის სადღეგრძელოს სვამს, რანაირად ვერ ასწავლის საკუთარ შვილს, რომ ჩხუბში დანა არ გამოიყენოს?”

“გუშინ ძალინ ცუდი შემთხვევა მოხდა ვერაზე.
სკოლის მოსწავლეებმა იჩხუბეს, რა დროსაც დანით დაჭრეს 2 თანატოლი.
სამწუხაროდ, 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
მეორე დაჭრილი რეანიმაციაშია.
შეიძლება, არც დაიჯეროთ, როგორ დამთრგუნა ამ ამბავმა და გამახსენა 80-90-იანი წლები, როცა ჩემი ერთ-ერთი სკოლელი დანით მოკლეს.
ცუდად ზრდიან მშობლები ასეთ შვილებს.
არ ვიცი, მამა, რომელიც სუფრასთან შვილების, სიცოცხლის სადღეგრძელოს სვამს, რანაირად ვერ

ასწავლის საკუთარ შვილს, რომ ჩხუბში დანა არ გამოიყენოს, რომ სხვისი სიცოცხლის მოსპობა ადამიანური საქციელი არ არის, რომ შეიძლება, ჩხუბიც მოგივიდეს და თუ შეცდი, ბოდიში მოიხადო ან ხელით მაინც დაიცვა თავი. ბევრი სხვა გამოსავალიც არის, ადამიანი რომ არ დაჭრა და მოკლა.
რატომ აქვთ ბავშვებს აგრესია ან ქუჩური გარჩევებისკენ მიდრეკილება? იქნებ ვიფიქროთ და ვიმუშაოთ ამ საკითხზე.
მშობლებო, როცა შვილების სადღეგრძელოს სვამთ, გახსოვდეთ, რომ შეიძლება, თქვენი შვილი სხვის შვილს სოცოცხლეს ართმევდეს.
მკვლელი მოსწავლეების დანაშაული სწორედ მშობლების კისერზეა.
აღზარდეთ ისინი ისე, რომ სხვის სიცოცხლეს პატივს სცემდნენ, რომ დანის ჩხუბში გამოყენება არის სიბრიყვე და თავის დაცვა კრივზე სიარულითაც

შეუძლიათ.
ასწავლეთ, რომ თუ ღირსეული ცხოვრება უნდათ, ამისთვის განათლებაა საჭირო და არა იარაღი და ქუჩური გარჩევა.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”._წერს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close