საზოგადოება

ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება

ხვალ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ქვეყანა ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.

გარდაცვლილთა ხსოვნას დილიდან სანთლებით და ყვავილებით მიაგებენ პატივს მოქალაქეები ხანძრის ადგილას.

ცოტა ხნის წინ დატოვა აჭარის მთავარი სამმართველო დამწვარი სასტუმროს ადვოკატმა, სადაც მთელი დღეა “ლეოგრანდის” თანამშრომლებისა და სტუმრების დაკითხვა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, სამართალდამცავებს კითხვები სასტუმროში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

საგამოძიებო მოქმედებები დამწვარ შენობაში ამ დრომდე გრძელდება.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close