საზოგადოება

ლელა კაკულია: ივანიშვილი აკონტროლებს და კიდეც გააკონტროლებს მთლიანად ქართულ პოლიტიკას

ქალბატონი ლელა კაკულიას დავალებით, გთავაზობთ იმ ჩანაწერებს, რომლებიც საქართველოში ახალგაზრდა, პოლიტიკურად განსწავლული, ძლიერი თაობის გამოჩენას ეხება და რომლებიც სხვადასხვა წლებშია წარმოთქმული, ჩაწერილი და გამოქვეყნებული.
1996 წელი, 18 სექტემბერი, საღამოს 5 საათი.
საქართველო ნელ-ნელა იწმინდება, მოდის ახალი მთავრობა. იმედები ჩემს საყვარელ საქართველოს აღარ გაუცრუვდება…
მოდის ახალგაზრდობა ძლიერი ნაბიჯებით, ნათელი გონებით – სავსენი არიან საქართველოს სიყვარულით. ახალი პარტიების ჩამოყალიბებას ვხედავ. დღევანდელი პარტიები არ იარსებებენ მომავალში, ყველაფერი წარსულად რჩება.
1998 წელი, 5 იანვარი, საღამოს 7 საათი.
ვხედავ, მომავალში სულ სხვა ხალხი მოდის… ეს ის ხალხია და ახალგაზრდობა, რომელთაც ძნელბედობის ჟამს რთული, მაგრამ სასარგებლო გზა გაიარეს შეუმჩნევლად, არასდროს დაფიქსირებულან მთავრობაში, უფრო მეტი გამოცდილება, მეტი ცოდნა და სამშობლოს სიყვარული აქვთ, ნახევარზე მეტს სკოლა საზღვარგარეთ აქვს გავლილი. აი ეს ნამდვილად აწყობს საქართველოს და ქართველ ხალხს.
1998 წელი, 4 ოქტომბერი, დილის 10 საათი, კოჯორი.
მომავალში ახალგაზრდები – ძლიერნი, ნიჭიერნი და სამშობლოს სიყვარულით განმსჭვალულნი, შეუცდომელ ნაბიჯებს დგამენ და მიხარია, რასაც ვხედავ (როგორც ყოველთვის, არ დაიჯერებთ, მაგრამ ასეა). ყველა თავის საქმეს აკეთებს: მსახიობი თავისას, რეჟისორი თავისას, პოლიტიკოსი თავისას. მაგრამ სანამ ეს წინასწარმეტყველება ასრულდება, იქნება რთული პერიოდები. თუმცა, ასეთი სირთულეების გადატანა ღირს იმად, რაც დავინახე მომავალში: ძლიერი, საღი, ჯანმრთელი ახალგაზრდა პოლიტიკოსები.
2000 წელი, 29 ივნისი, დილის 10 საათი.
ნამდვილი მეცნიერთა პარტია ჩამოყალიბდება მომავალში, მოულოდნელად შეიქმნება. მასში ბევრი ახალგაზრდა მეცნიერი იქნება, რომელთაც, ვხედავ, საქართველო ენდობა და აქედან დაიწყება ყველაფერი.
ომი და გადატრიალება მათ აწყობთ, ვისაც დიდი ფული აქვს დატაცებული, რათა ყველაფერი შერჩეთ. მაგრამ სამოქალაქო ომი აღარ იქნება საქართველოში. იქნება ომი პარლამენტში, ომი მთავრობის წევრებს შორის.
კიდევ ვიმეორებ: სამოქალაქო ომი და დიდი ჭირი აცდება საქართველოს. ამინ! ამინ! ამინ!
2001 წელი, 3 იანვარი, დილის 7 საათი.
ვხედავ, იქმნება მეცნიერთა პარტია, რასაც 1994 წლიდან ვწინასწარმეტყველებ. აქ პენსიონერ მეცნიერებს კი არ ვხედავ, არამედ ახალგაზრდა, საკმაოდ კარგად მომზადებულ, პოლიტიკურ სკოლაგავლილ ახალგაზრდებს. ეს იქნება პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არ ჩანს. მის უკან დგას საქართველოსთვის კარგად ნაცნობი პიროვნება. პირველ ეტაპზე იგი თავისი მდგომარეობით გაუკვალავს გზას მთავრობაში, მერე კი თვითონ განზე დარჩება. ის ამ პარტიას არ ჩაუდგება სათავეში, ვერ შეძლებს; ვერც ძველი პოლიტიკოსები შეყოფენ ცხვირს… და აქედან იწყება საქართველოს პოლიტიკის აყვავების პერიოდი. ამინ!
2001 წელი, 19 თებერვალი, ღამის 10 საათი.
საქართველოდან წასული ახალაგაზრდები და პოლიტიკოსები საკუთარ კერას დაუბრუნდებიან. ისინი მასიურად დაიწყებენ ჩამოსვლას თბილისში, იქმნება ახალი პარტიები, ახალი ორგანიზაციები. მოდიან ახალი პოლიტიკოსები, ძველები კი ნელ-ნელა ქრებიან. მათთან თანამშრომლობა არ აწყობთ ახალგაზრდებს, იციან, რომ ისინი არასოდეს გამოსწორდებიან. ახლები კი ყველანი საკუთარი საქმის მცოდნეები არიან. მეცნიერთა პარტია, როგორც ადრე დავარქვი, მოულოდნელ წარმატებებს მიაღწევს მოკლე პერიოდში, მათ მთელი საქართველო გვერდში ამოუდგება.
2002 წელი, 13 დეკემბერი, საღამოს 7 საათი.
ახლო მომავალში ვხედავ დიდ ცვლილებებს მთავრობაში, პარლამენტში და საკონსტიტუციო სასამართლოშიც. იწყება კანონების ცვლა და დახვეწა.
ბევრი პოლიტიკური პარტია დატოვებს პოლიტიკას. მოდის ახალი ხალხი… საერთოდ ყველა მინისტრს ექნება საზღვარგარეთ გავლილი ინსტიტუტი.
2003 წელი, 28 ივნისი.
ვხედავ ახალ ხალხს, ახალი ტალღა მოაწყდება ქართულ პოლიტიკას – მოდიან ახალი კადრები. ნაწილი იმ ახალგაზრდებისა, ვინც მართლა სასწავლებლად წავიდა საზღვარგარეთ, სამშობლოში დაბრუნდება. აქ ჩაერევიან ისეთი ძალები, რომლებიც იმუშავებენ ასეთ ახალგაზრდებზე, რათა მოიზიდონ ისინი საქართველოში. ამაზე ილაპარაკებენ ტელევიზიით. ეს ის ჯანსაღი ძალაა, რომელსაც მე ვწინასწარმეტყველებდი წლების წინ. ისინი იკავებენ თანამდებობებს, მათ ესმით საქმე, ქმნიან ახალ დაჯგუფებებს, ანუ პარტიებს, რომელნიც საქმეს აკეთებენ. მათ ესმით პოლიტიკა, ჰყავთ ლიდერი და ეს ლიდერი ფეხს იკიდებს საქართველოში. ისიც საზღვარგარეთიდან მოდის.
ახალგაზრდები ფეხს იკიდებენ მყარად. გამოჩნდება მათი ცოდნა საქმიან ურთიერთობებში და ხალხს იმედი ჩაესახება. ამიტომ ქვეყნის ლიდერი მომავალში მენაგვის როლშია – იგი ხვეტავს პოლიტიკურ ნაგავს, რათა გზა გაუთავისუფლოს ახალ მომავალს საქართველოში.
2007 წელი, 1 ივლისი.
მოულოდნელად ყალიბდება ის მეცნიერთა პარტია, რომელიც 1994 წელს ვიწინასწარმეტყველე, როცა ვხედავდი დღევანდელ გაყინულ ტვინს საქართველოსი (მაშინ ეს ძალიან მიკვირდა, მაგრამ დღეს ყოველივე ასეა). მეცნიერთა პარტიაში მიდიან ახალგაზრდები, ნამდვილი ქართველები, ნამდვილი პატრიოტები. მათი გამოსვლები და მიმართვები ქართველთა მიმართ მთელ საქართველოს გამოაფხიზლებს და წამოვა დიდი ტალღა, რომელსაც ვერავინ შეაჩერებს. ფრთხილად!
2008 წელი, 22 ივლისი, ურეკი.
მოდის სამშობლოს სიყვარულით, სიმართლით სავსე ახალგაზრდა ჟურნალისტების გუნდი, ზოგიერთი გადმონაშთი კი ქრება. ვხედავ ძლიერ მასმედიას — მართალსა და შეუპოვარს. მითითებებს მათ ვერც მთავრობა და ვერც სხვა ვერავინ ვერ მისცემს, ვეღარაფერს უბრძანებენ და ყველა აღიარებს, რომ საქართველოში მართლაც თავისუფალია სიტყვა მედიისა.
2008 წელი, 24 ოქტომბერი, თბილისი.
მოდის ახალი ოპოზიცია, ანუ ახალგაზრდები. ისინი ჩაენაცვლებიან ძველებს და ხალხიც მიიღებს მათ. ახალი ყოველთვის მომხიბლავია, იმედია: „ეგებ, რაღაც გამოვიდეს?!“
ყველაფერი გამოვა!
**
ვხედავ, ძველი იცვლება ახლით და ეს ბევრ რამეს შეცვლის ჩემს ქვეყანაში. შეიცვლება ხალხის დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ და ნდობა მყარდება. ეს აუცილებლად ჭირდება საქართველოს. ახალი სახეები, ნამდვილად ახალი სახეები და არა მათ ამოფარებული ძველი პოლიტიკოსები. იქმნება ახალი ჯგუფები; ჩნდებიან ახალგაზრდა, კარგად ინფორმირებული პოლიტოლოგები, რომლებიც აზრზე არიან, რა ხდება მსოფლიოში დღეს და არა რა ხდებოდა ბრეჟნევის დროს. დიახ, ეს ასეა. ვხედავ მეტად განათლებულ ახალგაზრდებს. ეს საქართველოს მომავალია — ძლიერი, მოაზროვნე ტვინები და იქვე ჩნდებიან მეცნიერი პოლიტიკოსებიც. ვხედავ, ვინც არიან.
ახლო მომავალში კი ჯერ ისევ ძველი პოლიტიკოსები ცდილობენ ადგილის დამკვიდრებას. ვხედავ, თვითონ კოსმოსი გადაარჩევს ყველას და ყველაფერს ხალხისა და საქართველოს სასიკეთოდ და ამას ვერავინ ვერ აღუდგება წინ!
2008 წელი, 18 ნოემბერი, ურეკი.
ვხედავ, უფალი ლოცავს იმ ახალგაზრდა ქართველებს, რომელნიც მომავალში მყარი, ძლიერი ნაბიჯებით შემოაბიჯებენ ქართულ პოლიტიკაში. ეს არის სუფთა ძალა და მათ დემოკრატიული საქართველოს აღმშენებლობაში ვერავინ შეუშლის ხელს. ამინ!
კოსმოსი დაიცავს მათ შურისა და ბოღმისაგან, რათა ხელი არ შეეშალოთ ზოგიერთი მრავალმთავრობაგამოვლილი მოთამაშე პოლიტიკოსის, პოლიტოლოგისა და სხვათაგან.
მოკლედ, მოდიან ახალგაზრდები, მცოდნენი საკუთარი საქმისა, შეყვარებულნი სამშობლოზე და, რაც მთავარია, ერთგულნი ქვეყნისა და ერისა. ამინ!
ეს არის ახალი სისხლი საქართველოსი. აქედან იწყება საქართველოს აღმშენებლობა!
2008 წელი, 4 დეკემბერი, თბილისი.
ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ: ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც პოლიტიკაში ჩაერთვება, თამამი ნაბიჯებით შეაბიჯებს მსოფლიო პოლიტიკაში, რათა საქართველოს პოლიტიკა გამოაღვიძონ და ააღორძინონ. განსაკუთრებით პოლიტოლოგებზე ვამახვილებ ყურადღებას — ნიჭიერ ახალგაზრდებზე. აი ესენი არიან და იქნებიან საქართველოს სახეები. მათ აზროვნებასთან ვერც კი მოვლენ ძველი პოლიტანალიტიკოსები. ღმერთმა არც დაამსგავსოს მათ! ეს არის ახალი სისხლი ქართულ პოლიტიკაში და ქართული ნიჭი თავისას გაიტანს.
მოდიან ახალგაზრდები, საქართველოს სიყვარულით გულანთებულნი, რომელნიც ქვეყნის პოლიტიკურ სადარაჯოზე დგანან უფლისგან დალოცვილები.
თუმცა კი იქნება ბრძოლა ძირგამომპალი, უვიცი პოლიტოლოგების მხრიდან, რათა არ მისცენ მათ გასაქანი. ვხედავთ ბრძოლას, მაგრამ მერწმუნეთ, იმასაც ვხედავ, რომ მათი დრო უკვე წავიდა. სიტუაციის ანალიზის თავი აქვთ კი არა, სად ცხოვრობენ და რას აკეთებენ, ის აღარ ახსოვთ. „ძირს კომუნისტური გადმონაშთები!“ — ყვირის ახალგაზრდობა და თავისას გაიტანს.
ვხედავ, როგორ დასუფთავდება ქართული პოლიტიკა. განიწმინდება უწმიდურებისგან და ეს ყოველივე უფლის ნიშნითაა დაღდასმული. უბრალოდ არაფერი ხდება, მათ კოსმოსი იცავს!
2009 წელი, 4 აპრილი, თბილისი.
ვხედავ, ახალი ეტაპი იწყება ქართულ პოლიტიკაში. ჩნდება ახალგაზრდა კაცი, რომელმაც არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები გადადგა პირველ ეტაპზე, მაგრამ ვხედავ, იგი უზარმაზარ ენერგიას ღებულობს კოსმოსიდან და აქ ყველაფერი გადაწყდება. ამ ახალგაზრდა პოლიტიკოსს ვერავითარი მიწიერი ძალა ვერ მოერევა. კოსმიური ენერგია მას ნელ-ნელა მაღლა და მაღლა აქაჩავს და ეს ის კანდიდატურა იქნება, ვისაც ხელისუფლებაც, პარტიებიც და ხალხიც მიიღებენ.
ეს არის ის ბრძოლა, რომელსაც ყველა წააგებს, ვინაიდან კოსმოსს ვერავინ მოერევა! კოსმიური ენერგია – ეს ყველაფერია და ამ ახალგაზრდა კაცის მიმართ ყველა წინააღმდეგობა გაცამტვერდება. ეს ყოველივე იქნება ძალიან დროული ქართულ პოლიტიკაში.
ვხედავ, ძალიან დიდი ნაწილი პოლიტიკოსებისა ამ ახალგაზრდა კაცის პარტიაში ერთიანდება და არა მარტო ისინი – უდიდესი მასა დაუჭერს მას მხარს, ხალხი გაჰყვება.
**
საქართველოს, ხალხს სჭირდება განათლებული, მოაზროვნე ახალგაზრდა პოლიტიკოს-ანალიტიკოსები. სიტუაციის მათეული სწორი ანალიზი ხალხს თვალებს აუხელს. სწორ მიმართულებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის.
**
გაარღვიეთ, ახალგაზრდებო, ჩაკეტილი წრე. ვხედავ, უფალი თქვენთანაა! ნუ შეშინდებით! ჩემი ქვეყანა არსებობას განაგრძობს და რუკიდან არასდროს წაიშლება. თქვენს მიერ გაკეთებული პოლიტიკური ანალიზები ვხედავ, მთელი სიზუსტით ჯდება პოლიტიკურ მოვლენებში და, ახალგაზრდა პოლიტოლოგებო, გამოიყენეთ თქვენი რესურსები ბოლომდე.
საქართველო უნდა გაიწმინდოს კომუნისტური რეჟიმის ნარჩენებისგან, წარსულის იმ ნარჩენებისგან, რაც და ვინც ხელს უშლიან საქართველოს განვითარებასა და წინსვლაში.
დღეს საქართველოში პირადი ანგარიშსწორებების პერიოდია. შუღლი, ბოროტება, სიყვარულის თამაში, უპატივცემულობა, ომი სკამებისთვის, შური, სიძულვილი და ყველაფერი ცუდი ერთად აღებული ზეობს, მაგრამ ვხედავ, ეს ავნებს მხოლოდ მათ, ვინც ჩაფლულია ამ ჭაობში. ხოლო ჩემი ქვეყანა მალე გამოვა ჩიხიდან.
მოდიან მეცნიერი პოლიტიკოსები, მოდის სუფთა ძალა, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“, მაგრამ არა ძალადობით, არა ომით – მხოლოდ მშვიდობით! საქართველო, ვხედავ, სახეს იცვლის: ქილიკი და ბოროტება ქრება, ნიჭიერება კი ფართოდ შემოაბიჯებს ქართულ პოლიტიკაში და მას გზას ვერ გადაუღობავს ვერავითარი მიწიერი შავი ძალა.
უფლის საცერში ყველა გაიცრებით და ამას ვერ გაექცევით. აღარ მოგინდებათ ქილიკი. ისტორია გადაგრეცხავთ და ნიჭიერება გაიმარჯვებს ჩემს ქვეყანაში.
2009 წელი, 12 მაისი, თბილისი.
ვხედავ, მოდის სერიოზული ძალა, ის ახალი პარტიები, რომლებიც დღეს ასე ძალიან სჭირდება საქართველოს პოლიტიკას. კომუნისტური გადმონაშთი პოლიტიკოს-ანალიტიკოსები ძალიან მალე წარსულად რჩებიან. მათ მომავალი არ აქვთ. ვიმეორებ: მათ მომავალი არ აქვთ!
მოდიან ახალგაზრდა მეცნიერები, ჭკვიანი, ინტელიგენტი და სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ახალგაზრდები და ნახავთ, რომ მათ მთელი საქართველო მიიღებს. ხალხს დიდი იმედი უბრუნდება ნორმალური ცხოვრებისა… 180 გრადუსით იცვლება ქართული პოლიტიკა.
2010 წელი, 29 სექტემბერი, თბილისი.
მომავალში მოდიან ახალგაზრდა, ენერგიული პოლიტიკოსები საქართველოს აღორძინების პროგრამით.
2012 წელი, 18 თებერვალი.
საქართველო ძლიერდება. მოდიან ახალგაზრდა პოლიტიკოსები. იცვლება პარლამენტიც. ის წესები და კანონები აღარ იქნება, რაც ადრე იყო. მაგალითად, ზოგიერთი დეპუტატი ლამის დაბერდა პარლამენტში, ამიტომ შემოიღებენ კანონს, რომელიც აკრძალავს ერთი და იგივე პიროვნებისთვის, ასე ვთქვათ, მანდატის გაგრძელებას. მოდიან ახალგაზრდები უკვე გარკვეული ვადით და ეს ყველაფერი მოექცევა კანონის ფარგლებში.
2013 წელი, 10 იანვარი.
იქნება დიდი ცვლილებები და ეს ცვლილებები ქვეყანას გააოცებს. მოდიან ახალგაზრდები, ახლაგაზრდა მეცნიერები. ძველი პოლიტიკოსები კი პოლიტიკური არენიდან ქრებიან. აღარსად იქნებიან ძველი სახეები. სულ სხვა პოლიტიკური ქარი დაუბერავს საქართველოში. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს და მასთან ბრძოლა, პირველ რიგში, რუსეთს გაუჭირდება, ასევე სხვა ქვეყნებსაც. ეს სულ სხვა საქართველოა. ეს ის ქვეყანაა, რომელიც წამყვანი სახელმწიფოების ბრძანებებს არ ასრულებს!
ვხედავ, საქართველო მალე ფერებს შეიცვლის.
2013 წელი, 12 მარტი, თბილისი.
საქართველოს ახალგაზრდობას, ვხედავ, არ მოსწონს დღევანდელი მთავრობის ის პოლიტიკური კურსი, რომელიც რუსეთისკენაა მიმართული. მათთვის რუსეთი აგრესორად რჩება, რომელიც ყოველთვის ებრძოდა საქართველოს და რომელიც საქართველოს მიმართ პოლიტიკას არ ცვლის. ახალგაზრდები არასდროს ირწმუნებენ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს რუსეთთან და ამ პოლიტიკურ შეხედულებებს მათ ვერავითარი ძალა ვერ შეუცვლის. მერწმუნეთ, ეს არის მთელი საქართველოს ახალგაზრდების აზრი და ისინი ძალიან ბევრნი არიან. ეს არის ჯანმრთელი, საღი აზრი, რომელიც წინ აღუდგება რუსულ პოლიტიკურ აგრესიას საქართველოში.
სანამ საქართველოს მოსახლეობა სიმშვიდეს ინარჩუნებს, სანამ ქართველები კრემლში ცეკვავენ, პუტინი აფხაზეთის სეპარატისტულ მთავრობას ღებულობს თავის კაბინეტში და აფხაზეთის დამოუკიდებლობას ულოცავს. საქართველოს ახალგაზრდობა სწრაფად ერთიანდება და სანამ პარლამენტსა და მთავრობაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ფიქრობენ, ეს უზარმაზარი, ახალგაზრდული ძალა ტაიფუნივით მოევლინება მთელ საქართველოს. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, ეს რამხელა ძალაა! ეს არის ძალა, რომელიც ევროპასა და ამერიკას ააფორიაქებს, ძალა, რომელიც აიძულებს ევროპასა და ამერიკას, მოკლედ რომ ვთქვა, დაეხმარონ საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენაში, რომ ბოლოს და ბოლოს, მოგვანიჭონ მაპ-ი, აიძულონ რუსეთი, დატოვონ აფხაზეთი და სამაჩაბლო და ნამდვილად ცნონ საქართველო სუვერენულ სახელმწიფოდ, რომ ყველა ის საკითხი (უამრავი), რომლებიც კანონიერად დგება საქართველოს მხრიდან, დაკმაყოფილდეს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ.
ევროპიდან წამოსული ყველა მოთხოვნა საქართველომ დააკმაყოფილა და შეასრულა. ახლა ევროპამ უნდა შეასრულოს ყველა ვალდებულებები და მოსთხოვენ კიდეც რუსეთს მათ მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დატოვებას. ვხედავ, იქნება დიდი სტუდენტური გამოსვლები. ამას ვერავინ შეაჩერებს! ყველაფერი ეს მოდის კოსმოსიდან. კოსმოსს კი ვერავინ მოერევა. ეს ბრძოლა მოგებულია. საქართველოს ახალგაზრდობა გაიმარჯვებს!
2013 წელი, 18 აგვისტო, ურეკი.
ვიმეორებ, ის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც მოდის, ჰგავს ტაიფუნს, რომელიც ახლო მომავალში მთლიანად გადარეცხავს საქართველოში დაგროვილ უარყოფით ენერგიას და მათ ვერავითარი ძალა და ვერავინ ვერ შეაჩერებს!!! აქედან დაიწყება მთავრობის შეცვლა თავის პარლამენტიანად. ეს იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება ქართულ პოლიტიკაში.
2014 წელი, 20 იანვარი.
საქართველოში ახალ პოლიტიკურ სახეებთან ერთად ახალი ბიზნესმენებიც ჩნდებიან, ანუ ღვინის, ლუდის, ლიმონათის ახალი მწარმოებლები, რომლებიც ახალ ბრენდებს შესთავაზებენ ხალხს. ბიზნესსამყაროში ნამდვილად დიდი გადატრიალება მოხდება და ერთი და იგივე, ვითომ წარმატებული ბიზნესმენები, ადგილს დაუთმობენ ახალ მეწარმეებს. ამ ახალი ბიზნესმენების საქმიანობაში მნიშვნელოვანია ის, რომ მათ ეცოდინებათ უცხოელებთან მუშაობა, ანუ, როგორ მოიზიდონ, რით დააინტერესონ. ისინი ამ საქმის ოსტატები არიან. ეს ყველას გაუკვირდება და გაუჩნდება ერთი კითხვა: „სად იყვნენ ეს ადამიანები აქამდე?“ სად და საზღვარგარეთ სწავლობდნენ და ზუსტად იმ ცოდნას ეუფლებოდნენ, რაც საქართველოს აქამდე არ ჰქონია. ამ ცოდნას სამშობლოში ჩამოიტანენ. გაიხსენეთ ჩემი ადრინდელი წინასწარმეტყველება უცხოეთში განსწავლულ ახალგაზრდობაზე, რომელიც საქართველოში დიდი ცოდნითა და გამოცდილებით ბრუნდება. ისინი ააშენებენ ქარხნებს, შექმნიან ინფრასტრუქტურებს და საქართველოს მთავრობაც ხელს შეუწყობს მათ ყველაფერში. ახალი მთავრობის წევრები ძალიან კარგად იქნებიან გათვითცნობიერებულები ამ ახალი ბიზნესმენების საქმიანობაში, ვინაიდან მათაც უცხოეთში აქვთ განათლება და ცოდნა მიღებული. მოკლედ, ისე იქნება, როგორც ანდაზაშია, მუნჯის ენა დედამ იცისო. ამიტომაც იმოქმედებენ ისინი — მთავრობა და ბიზნესი — შეთანხმებულად. ქართველ ბიზნესმენებს აუცილებლად ეყოლებათ მოკავშირე უცხოელი პარტნიორები. ეს იქნება თავდაცვითი ფორმა, რათა მომავალში ვინმეს რამე ფიქრები არ აეშალოს.
2014 წელი, 29 აპრილი.
ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ, როგორ წარმართონ დიდი პოლიტიკა, როგორ დაიცვან საქართველოს ინტერესები მსოფლიო პოლიტიკაში. მე მიყვარს ჩემი ქართველი ახალგაზრდობა — ჭკვიანი და ნიჭიერი თაობა. ისინი იოლად აითვისებენ მსოფლიო პოლიტიკის მართვის წესებს. ხოლო დიდი და საფუძვლიანი განათლება საშუალებას მისცემს მათ, სრულიად თავისუფლად მიაღწიონ გამარჯვებას დიდ, მსოფლიო პოლიტიკურ თამაშებში.
ამიტომაც მოგიწოდებთ, ჩემო ახალგაზრდებო, ნურავის ნურაფერს ნუ დაუთმობთ და ნუ შეარჩენთ! იყავით ძლიერები! იცოდეთ, კოსმოსი თქვენთანაა და უდიდეს ენერგიას გაძლევთ.
ახალგაზრდები სარეველასავით ფესვიანად მოთხრიან ძველ ნომენკლატურასაც, რომელთაც არაფერი გაეგებათ, მაგრამ მაინც იკავებენ იმ ადგილებს, რომლებიც ეკუთვნით ახალგაზრდებს. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება ქართულ პოლიტიკაში და რასაც ვხედავ, ეს მე ძალიან მახარებს. პირველ რიგში კი ის ფაქტი, რომ კანონი იკანონებს.
2016 წელი, 11 აპრილი, 20 საათი და 20 წუთი, თბილისი.
ახლოვდება საქართველოს სიძლიერის პერიოდი, რასაც ვერანაირი ძალა ვერ დაშლის. ეს ის დროა, როცა ქვეყანაში პურს მეპურე გამოაცხობს და თოფი მეთოფის ხელში იქნება. ყველაფერი გახდება ხილული. ძალა რომელიც სათავეში ჩაუდგება ქვეყანას, მოკლე დროში აჩვენებს სიძლიერეს პოლიტიკაში. იმდენი ახალგაზრდა გამოვა გარეთ, რამდენიც საქართველოს არ ახსოვს. ეს არის ზეიმი, დემონსტრაცია. „ჩვენ აქ ვართ!“ — მესმის შეძახილი.
ვიმეორებ: ახალი ოლიგარქები ქართულ პოლიტიკაში ფეხს ვერ მოიკიდებენ. რაც უნდა მოიმოქმედონ, რა დაპირებებიც უნდას გასცენ, ხალხს ვერაფერს მოატყუებენ. ყველაზე მყარად და ძლიერად მაინც ექსპრემიერი ივანიშვილი იდგება ფეხზე. ზუსტად ის შეუწყობს ხელს ახალგაზრდების პოლიტიკაში მოსვლას. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ წარსულში ნაწინასწარმეტყველები საშიში ზღვარი ივანიშვილს ჯერ გადალახული არ აქვს, ჯერ ყველაფერი კიდევ წინაა. ახლა ეს ის პერიოდია, როდესაც ივანიშვილი აკონტროლებს და კიდეც გააკონტროლებს მთლიანად ქართულ პოლიტიკას. ასეთია წინასწარმეტყველება, რასაც ვერაფერი შეცვლის. და ეს კარგია!
2016 წელი, 21 მაისი
ახალგაზრდების ძალა გადაარჩენს ჩემ ქვეყანას, მათი ცოდნა და სწორი აზროვნება გამოიყვანს ქვეყანას მსოფლიო პოლიტიკური კრიზისიდან. ახალგაზრდა მეცნიერები აიძულებენ ამერიკასა და ევროპას, დახმარების ხელი გამოუწოდონ საქართველოს, რომელიც მალე დასჭირდებათ, უპირველესად, გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო…
მინდა აღვნიშნო, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოში წააგებს, ვინაიდან ახალგაზრდა მეცნიერები მშვენივრად ერკვევიან მსოფლიო პოლიტიკაში და მათ არ გაუჭირდებათ პასუხის გაცემა, სწორი ნაბიჯების გადადგმა — თითქმის უშეცდომოდ. ვხედავ, ის განათლება, რომელიც ახალგაზრდებმა საზღვარგარეთ მიიღეს, სწორი მიმართულების არჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვიმეორებ: საზღვარგარეთ მიღებული განათლება მნიშვნელოვანია, ვინაიდან მსოფლიო პოლიტიკაში მომხდარი დიდი, მოულოდნელი ცვლილებების ახსნა, მათთვის თავის გართმევა მხოლოდ საზღვარგარეთ განათლებამიღებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ. ამას დრო დაგანახებთ!!!
ეს ახალგაზრდები იმ ენაზე საუბრობენ, რომელზეც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. და ვინაიდან მათ ერთმანეთის ენა კარგად ესმით, ყოველივე ეს საქართველოს ურთულესი პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანს. დიახ, ეს იმგვარი პოლიტიკური თამაშები იქნება, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ასეა, ბატონო, თუ გინდა, რომ მსოფლიო პოლიტიკაში წამყვანი ადგილი დაიკავო, მათი წესებით უნდას ითამაშო. ამ წესებს კი უცხოეთში ასწავლიან და ახალგაზრდებისთვის ასეთი პოლიტიკური თამაშები უცხო არ არის. როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობენ თავს და მათ ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.
ასეთი ახალგაზრდები დაიკავებენ ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან პოსტებს და ისინი ყველა სირთულეს მოერევიან. და აქ დაიწყება საქართველოს ახალი ერა!!!
2016 წელი, 29 მაისი, თბილისი.
ახალგაზრდებს დასავლური კურსი აქვთ აღებული. კომუნისტების დროიდან მოყოლებული პოლიტიკური სახეები ახალგაზრდებისთვის არავითარ პოლიტიკურ ღირებულებას არ წარმოადგენენ. პირიქით, მათი მოღვაწეობა ბუნდოვანია — ასე ხსნიან ახალგაზრდები. რუსეთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ახალგაზრდების დევიზი იქნება „ძირს ოკუპანტი რუსეთი!“
ეს ყველაფერი ძალიან ახლოსაა!!!
ვხედავ, საქართველო ბოლომდე იბრძოლებს ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ და ახალგაზრდა ქართველები დიდ პოლიტიკურ თამაშს მოუგებენ მას. დიახ, ეს სწორედ მათი დამსახურება იქნება. განათლება და ცოდნა — აი, რა იქნება ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების გამარჯვების საწინდარი. მათ დრო არ სჭირდებათ, პირიქით, ისინი დროს დაასწრებენ და სულ სხვა პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამენ. ეს იქნება ახალი ქართული პოლიტიკა, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას ზუსტად შეერწყმება.
ვხედავ, ახალგაზრდა პოლიტიკოსების პროფესიონალიზმი იმდენად მაღალი და ძლიერი იქნება, რომ ამერიკისა და ევროპის გაოცებასაც კი გამოიწვევს. თქვენ წარმოიდგინეთ, ამას რუსეთიც კი აღიარებს. ასეთ ნაყოფს გამოიღებს საზღვარგარეთ მიღებული განათლება, რომელიც გზას გაუხსნის ახალგაზრდა პოლიტიკოსებს მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ნამდვილად კარგად ეცოდინებათ — ეცოდინებათ თამაშის ყველა წესი.
2016 წელი, 3 ივნისი, თბილისი
ახალგაზრდები, ასე ვთქვათ, ფრონტის წინა ხაზზე განლაგდებიან და „პენსიაზე გასულ“ პოლიტიკოსებს ბრძოლას გაუმართავენ. ისინი არ შეჩერდებიან. მათი დებატები, მათი გამოსვლები დაგანახებთ იმ ძალას, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ქართულ პოლიტიკასა და ქართველ ხალხს.
ვხედავ, ახალგაზრდა ქართველები ხალხის გულებში ჩამქრალ ნაპერწკალს გააღვივებენ და ეს ნაპერწკალი დიდ ცეცხლად გადაიქცევა. დიახ, ეს იქნება დასაწყისი ახალი ქართული პოლიტიკისა, რომელიც მაღალ დონეზე შეერწყმება მსოფლიო პოლიტიკას.
2017 წელი, 4 დეკემბერი, 20:45 სთ
საქართველო მშვიდდება, მცოცავი ოკუპაციაც ჩერდება და უდიდესი ცვლილებებიც მოხდება ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ახალი სახეები, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, ჯანსაღი აზროვნება და პროფესიონალები. ეს აუცილებლად ასრულდება, ვინაიდან საქართველოს გადარჩენა ამ პროფესინალებზე და ამ ჯანსაღ ძალაზეა დამოკიდებული.
დიდი ცვლილებები იქნება ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკური პარტიები ცდილობენ გაერთიანებას ამა თუ იმ ძალებთან, მაგრამ მათი მოღვაწეობა ჰგავს გედის სიმღერას. ამ ყველაფერს კოსმოსი აკეთებს. რატომ? იმიტომ რომ გზა გაუთავისუფლოს ახალგაზრდა, ნიჭიერ პოლიტიკოსებს. მერწმუნეთ, ქართველებო, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს ამ პოლიტიკურ გადაადგილებებს საქართველოში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამაში ამერიკა და ევროპაა ჩართული და საქართველოს გადახრას რუსეთის მხარეზე არც ისინი დაუშვებენ.

წყარო 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close