საზოგადოება

,,ლევილში მივდივართ ერთობის დიდი განწყობით”

პროექტ „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდის, ქართული ერთობის დარბაზის“ და მეცნიერთა კონგრესის განცხადება

ლევილში მივდივართ ერთობის დიდი განწყობით

ჩვენ მივიღეთ მორალური გადაწყვეტილება 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ვიყოთ ლევილში ქართველთა მამულში. პატივი მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც სიცოცხლის ფასად დაგვიტოვეს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა, საქართველოს დამოუკიდებლობის სამი  წელი, გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ.

ჩვენ, მეცნიერთა დიდმა გუნდმა მრავალწლიანი მუშაობის შემდგომ, დავით აღმაშენებლის და საერთოდ ჩვენი წინაპრების დიდი გამოცდილების გაანალიზებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, შევქმნათ ქვეყნის განვითარების კონცეფცია „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ და მიმდინარე წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის დღეს, გელათში – გელათის მეცნიერებათა აკადემიიის ისტორიულ კედლებში მივიღეთ პროგრამული დოკუმენტი „ახალი განზომილება – რა შევცვალოთ, რომ გადავრჩეთ“ სწორედ მომავლის საქართველოს ამ საზოგადოებრივი პროექტით მივდივართ ლევილში, სადაც პროგრამულ დოკუმენტებს განვიხილავთ „ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა“ ლევილის სესიაზე.

ლევილის სესია მიიღებს განცხადებას, რომელშიც ჩამოყალიბდება „ქართული ერთობის დარბაზისა“ და „მეცნიერთა კონგრესის ეროვნული თანხმობისთვის“ პოზიცია მომავლის სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით.

ლევილში ჩვენ მივდივართ ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც იზიარებს ჩვენს მორალურ გადაწყვეტილებას და ეს არის არა მარტო წინაპართა პატივისცემა, არამედ უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველის, ემიგრანტის, თუ ბედის უკუღმართობით სამშობლოდან გადახვეწილ საქართველოს შვილთა  დიდი პატივისცემა. ჩვენ მივდივართ ერთობის დიდი განწყობით, რაც ეფუძნება ბიბლიურ  ჭეშმარიტებას: მთავარში ერთობა, სადავოში – თავისუფლება, ყველაფერში – სიყვარული.

ჩვენი პოზიცია უცვლელია – უნდა შეიკრას გათითოკაცებული სიკეთე სიძულვილის სიყვარულით დასამარცხებლად. რაც დრო გადის, მეტად ვრწმუნდებით: დაპირისპირება დამანგრეველია. თანამშრომლობის ჰარმონიზაციაა ქვეყნის მომავალი.  თანამშრომლობა  ყოველი მოაზროვნე ადამიანის მორალური ნიშანია. თანამშრომლობა მხოლოდ განათლებულ და რწმენის ადამიანებს შეუძლიათ!

რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვაცნობიერებთ, რომ ხალხის, ეკლესიისა და ხელისუფლების ერთობისა და თანამშრომლობის გარეშე ქვეყანას მომავალი არ აქვს. ჩვენ გვაძლიერებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორეს პოზიცია და მისი სიტყვები: „რასაც თქვენ აკეთებთ, ეს ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას!“
საზოგადოებრივი პროექტის  „გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ“ მხარდამჭერი ფონდი, „ქართული ერთობის დარბაზის“ და „მეცნიერთა კონგრესის – ეროვნული თანხმობისთვის“

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close