პოლიტიკა

ლავროვის ორმაგი თამაში: პატივს ვცემ საქართველოს მთლიანობას…

რუსეთი პატივს სცემს საქართველოს მთლიანობას, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას”- ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტმა სერგეი ლავროვმა ავსტრიაში, ვენაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

პირველი არხის ჟურნალისტმა სერგეი ლავროვს ჰკითხა, როდის აპირებს რუსეთი, აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.

გარდა ამისა, ლავროვს მიმართეს, შეეფასებინა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელშიც რექს ტილერსონი ამბობს, რომ საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში კონფლიქტი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, ეუთომ უნდა დაგმოს რუსეთის ძალისხმევა, ხელი შეუშალოს ეუთოს წვდომას საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

აღნიშნული კითხვის პასუხად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:

„ ტილერსონზე ვერაფერს ვიტყვი. ტილერსონმა დაგმობისკენ მოუწოდა არა რუსეთს, არამედ თქვენ, ასე რომ შეგიძლიათ, დაგმოთ​ტილერსონმა დაგმო რუსეთის ქმედებები და სხვებსაც იგივესკენ მოუწოდა, ხოდა დაგმეთ. რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც ორი ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

სერგეი ლავროვი ავსტრიაში, ვენაში ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობს. მინისტერიალის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რექს ტილერსონმა და სერგეი ლავროვმა უკრაინის, სირიის და ჩრდილოეთ კორეის საკითხებზე იმსჯელეს.

უკრაინაზე საუბრისას რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არასდროს დაეთანხმება და ამის გამო დაწესებული სანქციები მანამდე იქნება ძალაში, სანამ ნახევარკუნძულზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს.

რექს ტილერსონი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ბოლოს 6 აგვისტოს შეხვდნენ.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close