პოლიტიკა

,,ლადო ჭანტურიას მხარდაჭერა, ეს იქნება ევროპული, ცივილიზებული სამართლის სირცხვილი”

  საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ევროპის საბჭოს ასეთი წერილი გაუგზავნა:
  ,,ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტში განხილვაზეა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატი, საქართველოს მოქმედი ელჩი გერმანიის ფედერაციაში ვლადიმერ (ლადო) ჭანტურია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ასრულებდა მთავრობის უბინძურეს დავალებებს.
 კერძოდ: 1999 წლის ნოემბერში საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მასობრივად გააყალბა საპარლამენტო არჩევნები, დაგვტოვა პარლამენტს გარეთ ბარიერგადალახული ლეიბორისტული პარტია. როდესაც მივმართეთ უმაღლეს უზენაეს სასამართლოს ბატონმა ლადო ჭანტურიამ არც განიხილა ჩვენგან წარდგენილი ოქმები, ისე დაადასტურა ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩვენი პარლამენტში არ შეშვებაზე. ხოლო 2000 წლის 7 თებერვალს ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც დაადასტურა, რომ ჩვენ გადალახული გვქონდა 7 პროცენტიანი ბარიერი.
    ასევე, 2003 წლის 25 ნოემბერს ლადო ჭანტურიამ უმაღლესი სასამართლოს სახელით დაითხოვა ახლადარჩეული ხუთ პარტიული პარლამენტი, რის შემდეგაც ჩვენ დავკარგეთ 20 დეპუტატიანი ფრაქცია პარლამენტში. აღსანიშნავია, რომ მაშინდელი კანონმდებლობით უზენაეს სასამართლოს ამის უფლება არ ჰქონდა და ეს პრეროგატივა გააჩნდა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუმცა, ლადო ჭანტურიამ კვლავ შეასრულა ხელისუფლების დაკვეთა. ამრიგად, ლადო ჭანტურიას მხარდაჭერა, ეს იქნება ევროპული, ცივილიზებული სამართლის სირცხვილი!!! იმედია, გაითვალსიწინებთ”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close