საზოგადოება

კუმურდოს ტაძართან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია

“ეს ძეგლი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის”, – განაცხადა საქართველოს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა.

მისივე თქმით, საპატრიარქოს და სომხური ეკლესიის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრას არ ესწრებოდა, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ ძეგლის კუთვნილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს და სომხური ეკლესია ტაძარზე პრეტენზიას არ აცხადებს.

კითხვაზე, ამ გადაწყვეტილების გამო, სომხური ეკლესია აცხადებს თუ არა პრეტენზიას, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, სომხური ეკლესია პრეტენზიებს არ აცხადებს.

30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით  ერთობლივი მიმართვა გავრცელდა. მიმართვას ხელს აწერენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატი.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close