მსოფლიო

“კრიმინალი სანტა“ ძარცვის მცდელობისას საკვამურში გაიჭედა

კალიფორნიაში ერთ-ერთი ოფისის გაძარცვის მცდელობისას, მძარცველი საკვამურში იმ დროს გაიჭედა, როცა ამ გზით ცდილობდა შიგნით შეღწევას. მაშველების გამოძახება მას თავად მოუხდა.

სამართალდამცველების ცნობით, მათ დაურეკა კაცმა, რომელმაც განაცხადა, რომ საკვამურში გაიჭედა. გამოძახებაზე პოლიცია და სახანძრო გავიდა. შეუმდგარი მძარცველი, რომელსაც “კრიმინალი სანტა დაარქვეს, 32 წლის ჯესი ბერუბი აღმოჩნდა, ქალაქ როკლინიდან.

მეხანძრეებს მისი გამოყვანა სპეციალური მოწყობილობების დახმარებით მოუხდათ. რა თქმა უნდა, შველის შემდეგ ის ძარცვის ბრალდებით დააკავეს კიდეც.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close