ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ამინა ოკუევას მკვლელობის უკან უკრაინელი სპეცსამსახურები დგანან.
„ნუ ეძებთ დათვის კვალს, როდესაც თვითონ დათვი თქვენს წინაშე დგას! კიევში შესანიშნავად იციან, რომ ნიკიფოროვა (ოკუევას გვარი ისლამის მიღებამდე) საკუთარმა სპეცსამსახურებმა ჩაცხრილეს. როგორც ტარას ბულბა იტყოდა – „მე გშობე, მევე უნდა მოგკლა!“ უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ერთბაშად არა ორი, არამედ სამი კურდღლის მოკლა გადაწყვიტეს – მოიშორეს მშობლიური ბოროტმოქმედი, დასავლელი პატრონების ყურადღება ანტისამთავრობო მიტინგებისგან სხვა თემაზე გადაიტანეს და რუსეთს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს“ – წერს კადიროვი Telegram-ში.
წყარო
Back to top button