საზოგადოება

კიბერდანაშაულის და კიბერუსაფრთხოების თემაზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ საზაფხულოს სკოლას აკეთებს

27-30 ივლისს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, გრიგოლეთში, სასტუმრო “ანდამატში” იფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა , რომლის მიმართულება იქნება კიბერდანაშაული და კიბერუსაფრთხოება.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ტრენინგებს წარუძღვებიან საერთაშორისო სამართლის , სისხლის სამართლისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტ-სპეციალისტები და პრაქტიკოსები.

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 300 ლარს და სეუ მისი 16 საუკეთესო სტუდენტის მონაწილეობას მთლიანად დააფინანსებს, მათი შერჩევა მოხდება აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 17 ივლისის ჩათვლით. კურსის მოსმენის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.

პროექტის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სასტუმრო “ანდამატი”.

გთავაზოვთ SEU-ს ოფიციალურ Facebook-ზე გვერდზე გამოქვეყნებულ სრულ ტექსტს:

? SEU-ს საზაფხულო სკოლა.

? კიბერდანაშაული, კიბერუსაფრთხოება – კანონმდებლობა , პრაქტიკა , საერთაშორისო გამოცდილება.

? 27-30 ივლისი 2017 წ.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ორგანიზებით იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ტარდება საზაფხულო სკოლა კიბერდანაშაულსა და კიბერუსაფრთხოების სამართალში.

საზაფხულო სკოლა ჩატარდება გრიგოლეთში, სასტუმრო “ანდამატში”.

კიბერდანაშაული და მასთან ბრძოლა თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. კიბერუსაფრთხოების საკითხები აქტუალურია, როგორც ქვეყნის თავდაცვის ასევე ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი ინტერესების ფარგლებში.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში ტრენინგებს წარუძღვებიან საერთაშორისო სამართლის , სისხლის სამართლისა და კიბერუსაფრთხოების ექსპერტ-სპეციალისტები და პრაქტიკოსები.

კურსის მოსმენის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია კიბერდანაშაულისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს. პრიორიტეტი მიენიჭება სამართლის მიმართულების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 300 ლარს.

სეუ სრულად დააფინანსებს მისი 16 საუკეთესო სტუდენტის მონაწილეობას საზაფხულო სკოლის პროგრამაში.

საუკეთესო სტუდენტები შეირჩევიან მათი აკადემიური მოსწრებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე.

? პროგრამის ღირებულებაში შედის:
✔ ტრანსფერი – თბილისი-გრიგოლეთი-თბილისი
✔ განთავსება სასტუმროში
✔ 3- ჯერადი კვება
✔ საზაფხულო სკოლის ფარგლებში ინტერაქციული მეცადინეობები
✔ კულტურული პროგრამა

? რეგისტრაციის ბმული: http://bit.ly/2tK2TcI
მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 17 ივლისის ჩათვლით;

პროექტის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სასტუმრო “ანდამატი”.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close